ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2010


  ჩამოტვირთვა

ხედი ზემოდან

                                                                                                                                                "господи, как здесь просторно"
                                                                                                                                                                                Гоголь



ნივთის ძებნისას, შეიძლება ერთიდაიგივე უჯრა რამოდენიმეჯერ გამოაღო და ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ სულელი ხარ!

დღეს პარასკევია და შესანიშნავია დღეა წასასვლელად, არა რა სისულელეა, არ ვგულისხმობ სიკვდილს, მეგობართან ერთად სადმე გასეირნებას, საერთოდაც არანაირ ფიზკურ გადაადგილებას...

ნიკოლაი 33 წლის მამაკაცი.

ნიკოლაის მეუღლე  ელენა, მშობიარობას გადაყვა, როცა ელენა გააჩინა და ზურგის ქარზე დააწვინა, შემდეგ კი თვითონ წავიდა ქარის საპირისიროდ.
დიახ საპირისიროდ.
ელენას რატომ დაარქვეს ელენა ეს ცხადია. 
ყველაფერი მარტივად მოხდა:
ელენამ იმშობიარა, შემდეგ ნიკოლაი ოთახში შევიდა, უკანასკნელად ერთად იტირეს და  ელენა მოკვდა.
ნიკოლაიმ მის ცხედარს მატლები ჩააყოლა.
როცა კითხეს თუ რატომ? მან უპასუხა:
მის სხეულში ყოველთვის იქნება სიცოცხლე.
ამის შემდეგ ცხოვრობდა ნიკოლაი ელენესთან ერთად დამ ის გარეშე.

ჩვეულებრივი საღამო იყო, აი ისეთი მშობლები ბავშვებს, რომ უშვებენ საღამოს 8 საათამდე, ნიკოლაი სახლში ბრუნდებოდა სამსახურიდან მანქანით, გაბრაზებული იყო (დამავიწყდა მეთქვა რომ ის სამსახურიდან გამოაგდეს) და მანქანა ძალიან სწრაფად მიდიოდა, ყველაზე სწრაფი კი მაშინ იყო, როცა წითელ  ფეხება არსებამ გადაურბინა და იგი მას დაეწია შეხებამდე, შემდეგ კი საშინელი მოძრაობებით ჰაერში წინ გაექცა ისევ. წითელი არსება პატარა ბავშვი იყო, ერქვა მას ელენა.
მარტივად, რომ ვთვათ, ნიკოლაი სამსახურიდან გამოგდებული სწრაფად მოდიოდა მანქანით, საკუთარი შვილი გაიტანა და მოკლა.
მთელი ორი საათი ეხვეწებოდა ნიკოლაი ელენას, რომ გაეხილა თვალი, თუმცა ელენა ისეთივე ერთგული იყო საკუთარი გარდაცვალების, როგორც ტბა საკუთარი ნაპირების.
ნიკოლაიმ მატლები ისევ ჩააყოლა ცხედარს.
მას ისევ უთხრეს თუ რატომ აკეთებდა ამას ბავშვის ცხედარზე,
მას ქონდა პასუხი:
ბავშვი? ყველა ბავშვი ფიქრობს, რომ დიდია და პირიქით, ამიტომ ნუ მისვამთ ამ კითხვას მხოლოდ იმის გამო რომ ის ბავშვი იყო.

2 წლის შემდეგ გადაწყვიტა, საკუთარი მეუღლის და შვილის ცხედარი ამოეთხარა და ენახა ისინი. წარმოიდგინეთ მისი სახე, როცა აღმოაჩინა: ორიდან არცერთი ელენა აღარ იყო იქ.

ყველა სტუმარს ვიც სახლში ეწვეოდა პიველი იმას ეუბნებოდა, რომ ის ხედავს თავის სიკვდილს, თუ როგორ ვარდება სიმაღლიდან და ეცემა ძირს ცოცხალი.
 
ათსართულიან შენბობაში მეხუთე სართულზე ცხოვრობდა, ფანჯარაში ხშირად იყურებოდა და ერთ წვიმიან დღესაც მიხვდა, რომ ხედი შუიდან არაფრის მთქმელი იყო. გადაწყვიტა სახურავზე ასულიყო და ენახა თუ რა ხედი იყო ზემოდან. სახურავზე ასვლისას კი უფრო დიდი შენობების შუა სართულებთან მოხვდა. კიდესთან მისვლა გადაწყვიტა, მივი დაბლა ჩაიხედა თუმცა იქ არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, შემოტრიალდა და პირველი ნაბიჯის დადგმისთანავე ფეხი აუცურდა...
  ქუჩაში ყვირილი ატყდა, ადამიანები ერთად მოგროვდნენ და ერთმანეთს ისე უყურებდნენ, თითქოს მათგვარი ფიზიონომიის მქონე ცხოველი პირველად ენახოთ, ხმაურობდნენ წვიმის წვეთები სახურავებზე, შორიდან სასწრაფო მანქანა, ყველაზე იდეალურ მელოდიას ქმნიდა.


ნიკოლაის ფეხი აუცურდა და სახურავზე ზურგით დაეცა,  ეზოში კი პატყარა გოგო მანქანით საკუთარმა მამამ გაიტანა.

ნიკოლაი 33 წლის. არ ვიცი რა ქვია ამ დაავადებას, ვერც ფეხზე დგება, ვერც ლაპარაკობს. ოთახში, სადაც ნიკოლაი ცხოვრობს ორი სურათი კიდია: ქალის და ბავშვის.
ის დაბადებიდანვე ასე იყო.
წინ რვეული უდევს ყოველთვის, რომელში მხოლოდ ერთი წინადადება წერია.

გთხოვთ ნურაფერს დამიჯერებთ, თქვენ ხომ არ დარდობთ ჩემზე.

არც მე მჯერა ამ ისტორიის!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები