ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2010


* * * (ჩვენ მოხეტიალე სულები ვართ)

ჩვენ
მოხეტიალე სულები ვართ,
ოდესღაც, თავი
მოვიკალით,
ზეცამ ცოდვილები
არ მიგვიღო,
მიწაზეც მოგვბეზრდა ბოდიალი...

უკვე
აღსარებაც გვიანია -
ლოცვა აუკრძალეს
მგლოვიარეს...
ტკივილო,
უნდა აგვეტანე,
სანამ აქამდე მოგვიყვანდი...

იმ წუთას
ალბათ  სიმამაცე,
სიმხდალის
მხოლოდ ფონი არის,
ამან დაგვარწმუნა,
თავს არ იკლავს
სულელზე ოდნავ გონიერი...

რა ვქნათ,
მიწაზე ვერ გავჩერდით,
სასუფევლამდე კი
შორი არი -
ჩვენ მოხეტიალე სულები ვართ,
ოდესღაც,
თავი მოვიკალით...

ლიკა ოხანაშვილი
27.04.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები