 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 ოქტომბერი, 2010 |
- საიდან გაიგეთ, ან რა ღირსი ვარ, მობრძანება რომ ინებეთ, თქვენო მეუფებავ?.. - მწყემსი ყოველთვის დაეძებს დაკარგულ ბატკანს და ცდილობს, ფარას დაუბრუნოს, შვილო. ეს მისი მოვალეობაა. ხოლო, თუ საიდან გავიგე, უფალის ნება იყო ყოველი. - ჩემი ამგვარი ყოფაც უფალმა ინება, მეუფეო? - არა, ეს უკვე შენი არჩევანის ხვედრია, ნინა. - ცოდვილი ვარ!.. შემინდეთ, თქვენო მეუფებავ!.. - ღმერთმა შეგინდოს, შვილო... მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის მხოლოდ. მრავალგზის მოგიწევს შელახვა და სიხარულით მიიღე ყოველი. აღორძინება და სურიერად განმტკიცება, მხოლოდ ასეა შესაძლებელი, როგორც აქ, ისე - კატორღაში. ნუ განიკითხავ, ანუგეშე ყველა და თითოეული. ბოროტებას ნუ მიაგებ ბოროტების წილ, გიყვარდეს და პატიობდე ყველას. ყველას ედექ მსახურად, უკანასკნელ ცოდვილად სცანი თავი. სიმდაბლეა ყველა სათნოების გვირგვინი. - ვის შევხედავ? - ამბობს უფალი, - მხოლოდ მშვიდსა და მდაბალს და ჩემი სიტყვების მოშიშს. სასოწარკვეთილების ჟამს გახსოვდეს, რომ ღმერთმა კი არ მიგატოვა, არამედ შენ დაივიწყე იგი. ამიტომაც ყოველთვის მოუხმე შენს გულში მყოფ უფალს და შესთხოვე: უფალო, შემეწიე მე - ვიღუპები! შენი სულის ხსნა, შენსავე სიტყვაში, საქმესა და გულისხმისყოფაშია, შვილო. რაც შეეხება, ახლადგანსვენებულ მონას ღვთისა, ლევანს, ვილოცოთ და შევთხოვოთ უფალს, დაუმკვიდროს ადგილი სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ.
ასე შეიტყო მთავარეპისკოპოს სერაფიმესგან ნინომ მისი ჯვარდაუწერელი მეუღლის და ბავშვის მამის, ლევან ჩოფიკაშვილის გარდაცვალების ამბავი. ადგილზე გახევდა ქალი.
ლევანი, რომლის გამოც მძარცველად და თაღლითად იქცა გამორჩეული მეცო-სოპრანო, რომლის გამოც ღვთის ანაბარად მიატოვა შვილი, მოიხადა სასჯელი და ახლა, ოდესის ჟანდარმერიის საკანში გამომწყვდეულს, წინ უარესი განსაცდელი ელოდა, ცოცხალი აღარ იყო. საყვარელი მამაკაცი სასიკვდილო განაჩენისგან რომ ეხსნა, ბანდის მეთაურობა და ძარცვის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო ნინომ. მიიღებდა თუ არა სასამართლო სარწმუნოდ ნინოს გაუფროსებას და ლიოხას რიგით წევრობას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენებაში სწორედ ასე ჰქონდა ეჭვმიტანილს დაფიქსირებული და ხელმოწერით დამტკიცებული.
- ვიცი შვილო, ძლიერ რომ გიყვარდა ის კაცი. რა სიკეთეც მოგიტანა ამგვარმა სიყვარულმა, შენი განსაჭვრეტია და მრავლად გექნება დრო ამისათვის. - განა თქვენ არ გვასწავლიდით მოძღვარო, მხოლოდ იმაზე იზრუნეთ, რომ გამდიდრდეთ სიყვარულითო? თქვენ არ გვიქადაგებდით, „მხოლოდ სიყვარულით გადაირჩენთ სულსო“? მე კი, ხედავთ, სად მიმიყვანა სიყვარულმა? - სიყვარული მრავალი ცოდვისგან გვიფარავს, შვილო. როდესაც გასაჭირში მყოფთათვის შვება ხარ, უბედურთათვის - ნუგეში, გლახაკთათვის - მოწყალე, სნეულთათვის - მალამო, ობოლთათვის - მშობელი, გზასაცდენილთათვის - გზის მაჩვენებელი, ქრისტიანისთვის - მოყვასი და ერთგული მსახური, ეს არის სიყვარული. მხოლოდ ამგვარი სიყვარულით იხილავ უფალს და განიხარებ უკუნისამდე! შენ კი ეს გრძნობა მხოლოდ ერთისთვის ბოძებაჰყავი. ამგვარი სიყვარული კი ჭაობში დათესილ ხორბალის ერთ მარცვალს ჰგავს, რომელმაც შეიძლება იხაროს, მაგრამ რა მოსავალსაც მოიმკი, თავადაც უწყი. შენ სიყვარულმა კი არა, უფლის, ადამის მოდგმის წარმომადგენლის ჩანაცვლებამ მიგიყვანა ამ ყოფამდე. - რას ბრძანებთ, თქვენო მეუფებავ?! ეს არასდროს გამივლია გულში! - ვისაც ვინ უყვარს, განუწყვეტლივ მასზე ფიქრობს, შვილო. ცდილობს გამოიცნოს მისი სურვილი, შეუსრულოს და ასიამოვნოს. მას ენდობა და დარწმუნებულია, ისიც არ მიატოვებს. ბედნიერია მასთან ყოფნით და სასოწარკვეთილი - მის გარეშე. მასზე ზრუნავს, მისით ხარობს, მას ადიდებს. შენთვის ასეთი - ლევანი იყო, შვილო, და არა უფალი. შენთვის ასეთი იყო კაცი, რომელმაც ავაზაკად გაქცია, უფლის მცნებები დაგარღვევინა, პირმშო და შენზე მზრუნველი ადამიანები მიგატოვებინა, და არა ქრისტე, რომელიც მოვიდა ჩვენთან, ეწამა ჩვენთვის, დაგლახაკებულმა ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა, თვისი სისხლით და ხორცით კვებავს თითოეულ ჩვენგანს... რომელმაც, ვითარცა მამამ მზრუნველმა, ხელში აგვიყვანა, გულში ჩაგვიკრა, გვიფარავს ბოროტისგან, გვპატიობს ცოდვებს და ჩვენს სულებს მადლით აღავსებს. შენ ასეთი მფარველი დაივიწყე და უარჰყავი, ნინა! "ვისაც ვინ უყვარს, თავის თავს მას აკუთვნებს და მას ისაკუთრებს. ვისაც ვინ უყვარს, დგება კიდეც მის მხარეზე“!... თითქოს შენზედ უთქვამსო, წმიდა თეოფანე დაყუდებულს: " ჩვენი მცველი ადამიანები გვიყვარს და ღმერთი როგორ არ გვიყვარდეს?! ჯერ მან შეგვიყვარა ჩვენ, რომ სიყვარული ესწავლებინა ჩვენთვის და პასუხი აღარ გვეგო ჩვენი მისდამი უსიყვარულობისთვის. გრძნობით შეიცანი ღვთის შენდამი სიყვარული და ნახავ, როგორი დამნაშავეა შენი გულგრილობა მის მიმართ, და როგორი სამართლიანია მკაცრი სასჯელი ამისათვის." მართალი ბრძანდებით მეუფე სერაფიმე... მართალი... ვაი, რომ დავიმსახურე ეს მკაცრი სასჯელი. - ამოიოხრა ქალმა. შემდეგ წამოდგა, მხრებში გაიმართა, თავი ასწია და : - მზად ვარ სიყვარულით, თავმდაბლობით და მორჩილებით მივიღო ეს განსაცდელი. მთავარეპისკოპოსმა ჯვარი გადასახა ქალს და გაუწოდა პანაღეა, ღვთისმშობელი რომ იყო გამოსახული. ნინა ემთხვია პანაღეას, ემთხვია და... "წახდა" კიდეც, ლიოხა გრაფის თავზეხელაღებული ქვრივი. სული შეეხუთა, ცრემლი მოაწვა, მუხლებზე დაემხო მეუფე სერაფიმეს წინ და აქვითინდა. მთელი სხეულით ცახცახებდა, მთელი სხეულით ტიროდა ქალი. უფალმა უწყის, რას მოთქვამდა. სიტყვებს ვერა, მხოლოდ რაღაც გაურკვეველ ხორხისმიერ ბგერებს გამოსცემდა საცოდავად. ყრუ-მუნჯებმა, ან გადაბჟირებულმა ჩვილებმა რომ იციან ისე. თითქოს ცრემლებით აპირებდა ჩამორეცხვას, თითქოს ცრემლში უპირებდა ცოდვებს დაღრჩობას. კარგა ხანი იყო ასე. ბოლოს, საოცარი სიმშვიდის მომტანი სიცარიელე იგრძნო და დაწყნარდა.
- მადლი უფლისა იყოს შენსზედა, შვილო ჩემო. - თავზე ეამბორა ქალს მეუფე სერაფიმე, კიდევ ერთხელ გადასახა ჯვარი და უხმოდ დატოვა საკანი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. საოცარი ადამიანი ხართ! გაიხარეთ.. ძალიან მომეწონა და ველოდები გაგრძელებას....დიდხანს არ გვალოდინოთ რააა.... საოცარი ადამიანი ხართ! გაიხარეთ.. ძალიან მომეწონა და ველოდები გაგრძელებას....დიდხანს არ გვალოდინოთ რააა....
25. ეს ნაწილი, ბატონო? ეს ნაწილი, ბატონო?
24. ეს არის იუმორისტული ნაწარმოების, კლასიკური ნიმუში, ეს არის იუმორისტული ნაწარმოების, კლასიკური ნიმუში,
23. ხაკააააააააააა ხაკააააააააააა
22. ხვავი და ბარაქა ან გვერდსა და მის პატრონს!!! მადლობას ვსწირავ უფალს შენი გამოჩენსთვის!!! ნაწარმოები კი , როგორც ყოვლეთვის შეუდარებელი!!! ღირსეული გაგრძელება!!! მოგიკითხე და გისალმე მწერალო!!! გაიხარე შენა!!! ხვავი და ბარაქა ან გვერდსა და მის პატრონს!!! მადლობას ვსწირავ უფალს შენი გამოჩენსთვის!!! ნაწარმოები კი , როგორც ყოვლეთვის შეუდარებელი!!! ღირსეული გაგრძელება!!! მოგიკითხე და გისალმე მწერალო!!! გაიხარე შენა!!!
21. მადლობა ღმერთს, ვეღირსეთ! ამ ლოდინში გავჭაღარავდი კახა ბატონო, მაგრამ იმით ვიმაგრებ გულს რომ აწი მაინც არ დაიკარგებით დიდი ხნით. მეუფე სერაფიმეს მოძღვრებას ტყვილად არ ველოდი, წაკითხულმა კი მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. თქვენ ნამდვილად შეგიაძლიათ მკითხველის სულის სიღრმეში შეღწევა. სულმოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. შეფასება რატომ არ შეიძლება? -ვერ ხვდები. არავის ეწყინოს, მაგრამ აქ იმისთანა რაღაცეები ფასდება ვითომ პროზის სახით, რომ ეს ნაწარმოები რატომ არ უნდა შეფასდეს მართლა ვერ გამიგია. წარმატებებს გისურვებთ, ბატონო კახა. მადლობა ღმერთს, ვეღირსეთ! ამ ლოდინში გავჭაღარავდი კახა ბატონო, მაგრამ იმით ვიმაგრებ გულს რომ აწი მაინც არ დაიკარგებით დიდი ხნით. მეუფე სერაფიმეს მოძღვრებას ტყვილად არ ველოდი, წაკითხულმა კი მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. თქვენ ნამდვილად შეგიაძლიათ მკითხველის სულის სიღრმეში შეღწევა. სულმოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. შეფასება რატომ არ შეიძლება? -ვერ ხვდები. არავის ეწყინოს, მაგრამ აქ იმისთანა რაღაცეები ფასდება ვითომ პროზის სახით, რომ ეს ნაწარმოები რატომ არ უნდა შეფასდეს მართლა ვერ გამიგია. წარმატებებს გისურვებთ, ბატონო კახა.
20. შენ კი ეს გრძნობა მხოლოდ ერთისთვის ბოძებაჰყავი. ამგვარი სიყვარული კი ჭაობში დათესილ ხორბალის ერთ მარცვალს ჰგავს, რომელმაც შეიძლება იხაროს, მაგრამ რა მოსავალსაც მოიმკი, თავადაც უწყი. შენ სიყვარულმა კი არა, უფლის, ადამის მოდგმის წარმომადგენლის ჩანაცვლებამ მიგიყვანა ამ ყოფამდე. - რას ბრძანებთ, თქვენო მეუფებავ?! ეს არასდროს გამივლია გულში! - ვისაც ვინ უყვარს, განუწყვეტლივ მასზე ფიქრობს, შვილო. ცდილობს გამოიცნოს მისი სურვილი, შეუსრულოს და ასიამოვნოს. მას ენდობა და დარწმუნებულია, ისიც არ მიატოვებს. ბედნიერია მასთან ყოფნით და სასოწარკვეთილი - მის გარეშე. მასზე ზრუნავს, მისით ხარობს, მას ადიდებს. შენთვის ასეთი - ლევანი იყო, შვილო, და არა უფალი. შენთვის ასეთი იყო კაცი, რომელმაც ავაზაკად გაქცია, უფლის მცნებები დაგარღვევინა, პირმშო და შენზე მზრუნველი ადამიანები მიგატოვებინა, და არა ქრისტე, რომელიც მოვიდა ჩვენთან, ეწამა ჩვენთვის, დაგლახაკებულმა ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა, თვისი სისხლით და ხორცით კვებავს თითოეულ ჩვენგანს... რომელმაც, ვითარცა მამამ მზრუნველმა, ხელში აგვიყვანა, გულში ჩაგვიკრა, გვიფარავს ბოროტისგან, გვპატიობს ცოდვებს და ჩვენს სულებს მადლით აღავსებს. შენ ასეთი მფარველი დაივიწყე და უარჰყავი, ნინა!
როგორ მენიშნა... მწარედ მენიშნა და ამტკივდა... მათრახი იყო ახლა ეს სიტყვები ჩემთვის, ან ცივი შხაპი... რაც გნებავთ, მთავარია, გამოფხიზლების იყო... მადლობა, ავტორო. მჭირდებოდა ახლა მე ეს სიტყვები შენ კი ეს გრძნობა მხოლოდ ერთისთვის ბოძებაჰყავი. ამგვარი სიყვარული კი ჭაობში დათესილ ხორბალის ერთ მარცვალს ჰგავს, რომელმაც შეიძლება იხაროს, მაგრამ რა მოსავალსაც მოიმკი, თავადაც უწყი. შენ სიყვარულმა კი არა, უფლის, ადამის მოდგმის წარმომადგენლის ჩანაცვლებამ მიგიყვანა ამ ყოფამდე. - რას ბრძანებთ, თქვენო მეუფებავ?! ეს არასდროს გამივლია გულში! - ვისაც ვინ უყვარს, განუწყვეტლივ მასზე ფიქრობს, შვილო. ცდილობს გამოიცნოს მისი სურვილი, შეუსრულოს და ასიამოვნოს. მას ენდობა და დარწმუნებულია, ისიც არ მიატოვებს. ბედნიერია მასთან ყოფნით და სასოწარკვეთილი - მის გარეშე. მასზე ზრუნავს, მისით ხარობს, მას ადიდებს. შენთვის ასეთი - ლევანი იყო, შვილო, და არა უფალი. შენთვის ასეთი იყო კაცი, რომელმაც ავაზაკად გაქცია, უფლის მცნებები დაგარღვევინა, პირმშო და შენზე მზრუნველი ადამიანები მიგატოვებინა, და არა ქრისტე, რომელიც მოვიდა ჩვენთან, ეწამა ჩვენთვის, დაგლახაკებულმა ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა, თვისი სისხლით და ხორცით კვებავს თითოეულ ჩვენგანს... რომელმაც, ვითარცა მამამ მზრუნველმა, ხელში აგვიყვანა, გულში ჩაგვიკრა, გვიფარავს ბოროტისგან, გვპატიობს ცოდვებს და ჩვენს სულებს მადლით აღავსებს. შენ ასეთი მფარველი დაივიწყე და უარჰყავი, ნინა!
როგორ მენიშნა... მწარედ მენიშნა და ამტკივდა... მათრახი იყო ახლა ეს სიტყვები ჩემთვის, ან ცივი შხაპი... რაც გნებავთ, მთავარია, გამოფხიზლების იყო... მადლობა, ავტორო. მჭირდებოდა ახლა მე ეს სიტყვები
19. ეეჰ, მუხავ, მეც მანდა ვარ! კარგს და ღირებულს - არ კითხულობს არავინ, "ეგრძელებათ" ალბათ... და 2-2 სიტყვიანებზე - დრო არ დაეხარჯებათ ბევრი, ამიტომაც შემოდიან წასაკითხად!
პროზას ხომ, თოფნაკრავებივით გაურბიან... კაი, თამარ ბუკიას პროზა - ეკალივით ესობათ... არ მოსწონთ?... ღმერთმა გაუმარჯვოთ... მაგრამ, ეს ხომ არაა "თამარ ბუკიას პროზა"? თუ მაგათ მოსაწონს ვერავინ ვერაფერს წერს? :( აი, რა არის საგანგაშო!... თორემ, რას მიქვია "თავფურცელი", "პროლოგი" და "ეპილოგი"? ეეჰ, მუხავ, მეც მანდა ვარ! კარგს და ღირებულს - არ კითხულობს არავინ, "ეგრძელებათ" ალბათ... და 2-2 სიტყვიანებზე - დრო არ დაეხარჯებათ ბევრი, ამიტომაც შემოდიან წასაკითხად!
პროზას ხომ, თოფნაკრავებივით გაურბიან... კაი, თამარ ბუკიას პროზა - ეკალივით ესობათ... არ მოსწონთ?... ღმერთმა გაუმარჯვოთ... მაგრამ, ეს ხომ არაა "თამარ ბუკიას პროზა"? თუ მაგათ მოსაწონს ვერავინ ვერაფერს წერს? :( აი, რა არის საგანგაშო!... თორემ, რას მიქვია "თავფურცელი", "პროლოგი" და "ეპილოგი"?
18. კითხვის პერიოდში გამახსენდა შესავალი... წაკითხული მქონდა:) დაველოდები გაგრძელებას... კითხვის პერიოდში გამახსენდა შესავალი... წაკითხული მქონდა:) დაველოდები გაგრძელებას...
17. ქალბოტანო თამარ მიზეზი ის არის,რომ ზოგს თავიდან არ წაუკითხვს და ზოგიერთმა წაიკითხა, თუმცა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და არ ახსოვს შინაარსი , მეც მაგ. სად შეწყდა თხრობა არ მახსოვდა და თავიდან მომიწია წაკიღხვა, , წაიკითხავენ, აბა რას იზამენ, ძალიან საინტერესო და ლამაზი ,გასაგები საკითხავია, ქალბოტანო თამარ მიზეზი ის არის,რომ ზოგს თავიდან არ წაუკითხვს და ზოგიერთმა წაიკითხა, თუმცა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და არ ახსოვს შინაარსი , მეც მაგ. სად შეწყდა თხრობა არ მახსოვდა და თავიდან მომიწია წაკიღხვა, , წაიკითხავენ, აბა რას იზამენ, ძალიან საინტერესო და ლამაზი ,გასაგები საკითხავია,
16. ამის წაკითხვას შესაფერისი განწყობა და დრო უნდა.მითუფრო რომ პირველი ნაწილიც არ მაქვს წაკითხული... ეხლა ურბალოდ მოგიკითხავ დიდი სიყვარულით ..მიხარია ,რომ დამბუნდი. ამის წაკითხვას შესაფერისი განწყობა და დრო უნდა.მითუფრო რომ პირველი ნაწილიც არ მაქვს წაკითხული... ეხლა ურბალოდ მოგიკითხავ დიდი სიყვარულით ..მიხარია ,რომ დამბუნდი.
15. ძალიან მომეწონა და კარგადაც წერ, საინტერესო ის არის,რომ მართალის პირველი ნაწილის დასაწყისი და დასასრული პროზაში იდო, მართალის მეორე ნაწილის დასაწყისი სხვაში დაგიდვია, რატომ? ძალიან მომეწონა და კარგადაც წერ, საინტერესო ის არის,რომ მართალის პირველი ნაწილის დასაწყისი და დასასრული პროზაში იდო, მართალის მეორე ნაწილის დასაწყისი სხვაში დაგიდვია, რატომ?
14. ეს ხალხი გამაგიჟებს... ნორმალურ პროზას ვერ იტანთ საიტზე? ამას რომ 13 ადამიანის მეტი არ წაიკითხავს, ვის რაზე უნდა ელაპარაკო?
მოკლედ, რააა, ამათი გამოსწორება არ იქნება! იკითხეთ მხოლოდ ლექსები და წახვალთ ძალიან შორს! :( ეეეეჰ... ეს ხალხი გამაგიჟებს... ნორმალურ პროზას ვერ იტანთ საიტზე? ამას რომ 13 ადამიანის მეტი არ წაიკითხავს, ვის რაზე უნდა ელაპარაკო?
მოკლედ, რააა, ამათი გამოსწორება არ იქნება! იკითხეთ მხოლოდ ლექსები და წახვალთ ძალიან შორს! :( ეეეეჰ...
13. კარგი იქნებოდა სრულად დაგედოთ... ახლა კი რა გაეწყობა, წავალ დასაწყისს წავიკითხავ :)
კარგი იქნებოდა სრულად დაგედოთ... ახლა კი რა გაეწყობა, წავალ დასაწყისს წავიკითხავ :)
12. იას ვეთანხმები ყველა სიტყვაში, წერტილშიც კი:)
იას ვეთანხმები ყველა სიტყვაში, წერტილშიც კი:)
11. კადრებივით თვალწინ დამიდგა დიალოგი, იმდენად ცხადად და გულისამაჩუყებლად წერთ... ძალიან საინტერესოა... იმედია გაგრძელებას მალე ვიხილავთ... :) კადრებივით თვალწინ დამიდგა დიალოგი, იმდენად ცხადად და გულისამაჩუყებლად წერთ... ძალიან საინტერესოა... იმედია გაგრძელებას მალე ვიხილავთ... :)
10. 1.აბდალა შენი ბაგენი ხანდახან ჭეშმარიტებასაც ღაღადებენ . გეთანხმები ყაძახო მარა, შენ რაფრა ახერხებ მისდღემჩი აბდლური, ცოფი და გესლი რო მოგდის მაი ორკაპა ენიდან?:) 2.დაგიჯერებთ ვნახოთ რა გამოვა! შენგან რა უნდა გამოვიდეს ყაძახო? ქე ხარ ყრალი და ხრონცი ბერიკაცი და ჩემი ყურობა კი არა, თავიდან გაკეთებაც არ გიშველის არასფერს.:) 3.გადადი პროზაში, თვარა აგატეხინე პრუწუნ , პრუწუნი. აბდალა, შენი ამფერი ლაპარიკი პრუწუნ-პრუწუნია ისედაც და ჩემი დამატება აღარაა საჭირო. ერთი კუანა ბერიკაცი ეყოფა საიტს.:) 1.აბდალა შენი ბაგენი ხანდახან ჭეშმარიტებასაც ღაღადებენ . გეთანხმები ყაძახო მარა, შენ რაფრა ახერხებ მისდღემჩი აბდლური, ცოფი და გესლი რო მოგდის მაი ორკაპა ენიდან?:) 2.დაგიჯერებთ ვნახოთ რა გამოვა! შენგან რა უნდა გამოვიდეს ყაძახო? ქე ხარ ყრალი და ხრონცი ბერიკაცი და ჩემი ყურობა კი არა, თავიდან გაკეთებაც არ გიშველის არასფერს.:) 3.გადადი პროზაში, თვარა აგატეხინე პრუწუნ , პრუწუნი. აბდალა, შენი ამფერი ლაპარიკი პრუწუნ-პრუწუნია ისედაც და ჩემი დამატება აღარაა საჭირო. ერთი კუანა ბერიკაცი ეყოფა საიტს.:)
9. აბდალა :) შენი ბაგენი ხანდახან ჭეშმარიტებასაც ღაღადებენ:) როგორ ქადაგად დავარდნილხარ, ღვთის სალოსივით:) ნეტარ არიან მორწმუნენი , დაგიჯერებთ ვნახოთ რა გამოვა! გამოცვალე აბდალავ< ჟანრი და გადადი პროზაში, თვარა აგატეხინე პრუწუნ , პრუწუნი. აბდალა :) შენი ბაგენი ხანდახან ჭეშმარიტებასაც ღაღადებენ:) როგორ ქადაგად დავარდნილხარ, ღვთის სალოსივით:) ნეტარ არიან მორწმუნენი , დაგიჯერებთ ვნახოთ რა გამოვა! გამოცვალე აბდალავ< ჟანრი და გადადი პროზაში, თვარა აგატეხინე პრუწუნ , პრუწუნი.
8. სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის მხოლოდ...
. შენ სიყვარულმა კი არა, უფლის, ადამის მოდგმის წარმომადგენლის ჩანაცვლებამ მიგიყვანა ამ ყოფამდე... ისეთი სიმართლეა შემეშინდა...:(
კახა, რა კარგად დაგიწერია...მეუფის სიტყვები ზეპირად უნდა ისწავლოს კაცმა და ყოველდღე იმეოროს ლოცვებთან ერთად...(შესრულება,თუმც ძალზე ძნელია) სიამოვნება იყო ამის წაკითხვა...555555555555555 სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის მხოლოდ...
. შენ სიყვარულმა კი არა, უფლის, ადამის მოდგმის წარმომადგენლის ჩანაცვლებამ მიგიყვანა ამ ყოფამდე... ისეთი სიმართლეა შემეშინდა...:(
კახა, რა კარგად დაგიწერია...მეუფის სიტყვები ზეპირად უნდა ისწავლოს კაცმა და ყოველდღე იმეოროს ლოცვებთან ერთად...(შესრულება,თუმც ძალზე ძნელია) სიამოვნება იყო ამის წაკითხვა...555555555555555
7. გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის მხოლოდ. :)
გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის მხოლოდ. :)
6. კახა, როგორი ნათელი პიროვნებაც ხარ, ისე ნათლად წერ. კახა, როგორი ნათელი პიროვნებაც ხარ, ისე ნათლად წერ.
5. გამოჩნდაო საოცარი კალმის პატრონი.:) შემოვქროლდი და სიამოვნებით წაგიკითხეთ!
გამოჩნდაო საოცარი კალმის პატრონი.:) შემოვქროლდი და სიამოვნებით წაგიკითხეთ!
4. მოკითხვა კაი კაცს! მოკითხვა კაი კაცს!
3. წერის საოცარი კულტურა გაქვს! და თხრობის მანერაც სასიამოვნო! მეამა ეხლა მამა სერაფიმეს ქადაგებანის მოსმენა...
"თითქოს ცრემლებით აპირებდა ჩამორეცხვას, თითქოს ცრემლში უპირებდა ცოდვებს დაღრჩობას. კარგა ხანი იყო ასე. ბოლოს, საოცარი სიმშვიდის მომტანი სიცარიელე იგრძნო და დაწყნარდა..."
აღსარებას რომ მოჰყვება, ის სიმშვიდე მომგვარა ეხლა ამ ამბავმა... წერის საოცარი კულტურა გაქვს! და თხრობის მანერაც სასიამოვნო! მეამა ეხლა მამა სერაფიმეს ქადაგებანის მოსმენა...
"თითქოს ცრემლებით აპირებდა ჩამორეცხვას, თითქოს ცრემლში უპირებდა ცოდვებს დაღრჩობას. კარგა ხანი იყო ასე. ბოლოს, საოცარი სიმშვიდის მომტანი სიცარიელე იგრძნო და დაწყნარდა..."
აღსარებას რომ მოჰყვება, ის სიმშვიდე მომგვარა ეხლა ამ ამბავმა...
2. მომენატრა ასეთი ამაღელვებელი, დალაგებული, გამართული ნაწერის კითხვა..
ბატონო კახა :-* მომენატრა ასეთი ამაღელვებელი, დალაგებული, გამართული ნაწერის კითხვა..
ბატონო კახა :-*
1. პირველი ვაააარ ! დაბრუნდა, დაბრუნდა "მართალი" - მართალი კაცის ხელით დაწერილი! გაიხარე, კახაბერ!
მარა... ჟანრი ხომ აგერია, კაძახო? შეგვაფასებიე აი ნაწარმოები... :)))))) :-* პირველი ვაააარ ! დაბრუნდა, დაბრუნდა "მართალი" - მართალი კაცის ხელით დაწერილი! გაიხარე, კახაბერ!
მარა... ჟანრი ხომ აგერია, კაძახო? შეგვაფასებიე აი ნაწარმოები... :)))))) :-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|