ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2010


ქალიშვილი, ფანტაზია და გაქცევა

          შენს  ირგვლივ  ბრუნავს  ახლა  ღამე,  ღამე  მაცდური,
          გეძახის ურცხვად, თან კაბის ქვეშ  თავის შავ  ხელს კვლავ  გიფათურებს...
          ნუ  გეშინია , ადექი და მაგრად , მაგრად ჩაკეტე  კარი,
          მე  აღარ  მოვალ ... თოვლზე  კოცონს არასოდეს  აღარ აგინთებ.

          არ  გაშტერდება  დაჭყეტილი  თვალები  ჭერზე,
          არც  მძიმე  სუნთქვა  არ დაორთქლავს  შენს ფანჯრის მინებს,
          უცნაურია .. რატომ გავქრი , გავიქეცი,  გავდექი  გვერდზე,
          გითხარი რომ მე  აღარ  მოვალ... აღასრულებს ამას სხვა  ვინმე

          გესმის ?.. არ  მოვალ ... ადექი  და  ჩაკეტე  კარი!
          თოვლი  ხომ  გადნა ?.. სულ  ადვილად  გაგათბობს  ვინმე,
          შენს  ირგვლივ  ბრუნავს ღამე  ისევ , ღამე  მაცდური,
          დაწყნარდი  ახლა , დაიძინე , მიენდე  სიზმრებს...


                                                  1. 05.  (2010).  სერგეი  ნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები