ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკა კოლხი
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2010


განწყობის ლექსი

მთელი სიცოცხლე მგონია რომ ბაქანზე ვდგავარ,
სამოგზაურო მატარებლებს ბოლო არ უჩანს.
და უსიცოცხლო ვაგონების შუქს ისე ვგავარ,
რომ საკუთარი თითქოს გამომრჩა.

ქშენით, ქოშინით, ელმავლების მძიმე გრუხუნით,
გარბიან წლები ამ სიცოცხლის უხმო რელსებზე.
და უბილეთო მგზავრებს ვანდობ თითქმის ჩურჩულით
გრძნობას, რომელსაც სულ ვიმიზეზებ!..

გაუთენებელ ღამესავით უხმოდ და დარდით,
დაძრწის სიცოცხლე როგორც ქურდი,
როგორც ავაზა,
უახლოვდება ყველა სადგურს თითო ნაბიჯით,
ჩერდება ყველგან,
და დროს არ "მაზავს"...

მერე ქარები მიყვებიან ამბავს დარდიანს,
რომ არ ილევა ქვეყნად ანა კარენინები.
და სიცოცხლიდან სიცოცხლემდე დღემდე დარბიან,
უთვისტომობით გადაღლილი ჭრელი მგზავრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს