ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: იუმორისტული
1 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ბიოგრაფიები

არჩილ ბერიძე


დაიბადა 1987 წლის იანვარში 21 აპრილს, სავარაუდოა ქუდით, გაიზარდა, მაგრამ არც ისე, ერთ მეტრსა და სამოც სანტიმეტრს ვერ აცდა, არის ქერა, სექსუალური, თავფლისფერთვალება და ჟმოტი, რადგან თუ ასი ლარი აქვს ჯიბეში, თავისუფლად შეუძლია შენი 20 თეთრიანი დახარჯოს და აი მერე კი მისი ფული მაინც არ დახარჯოს  მისი ჰობია ქალების შებმა, სუსტი ადგილია - ქალების შებმა  წერს ლექსებს, ამავდროულად მუშაობს მერიაში პროცესორად, ასაკი 22 წელი ნაღდად და 32 შეხედულად (მოტეხილია) მისი ოცნებაა გახდეს ბანკომატი. ზედმეტსახელი - ჟმოეტი!..


ჰენრი დოლიძე


დაიბადა 1988 წლის ერთ ერთ მსუქან დღეს, სავარაუდოა ყანწით, ახლა თავი რო მევიკლა ამაზე ოდნავ აჩიზე მაღალია მეთქი არ იქნება მართალი და ერთი სიტყვი ვერც აი ვერ გეიზარდა ისე რაფერც იზრდებიან სხვები  აქვს თაფლისფერი თვალები, (ასე რომ ოდნოკლასსნიკებში რომ ფოტო უდევს ნუ ვენდობით იმას) დიდი ღიპი და ფანტაზის უნარი, რო ვთქვა ჟმოტია ესეც მეთქი ვერ ვიტყვი მარა დიდი ხელგაშლილობით არც მაი გამეირჩევა ისე  მისი ჰობია გოგონების გაცნობა სამეგობროდ  სუსტი ადგილია ვაგონი, (ალბათ გახსოვთ ლექსი აგონია - ვაგონში) წერს ლექსებს და მუშაობს ყველგან იქ სადაც და რასაც შეიძლება მისი ფანტაზია გასწვდეს, ასაკი 21 წელი ნაღდად, 14 წელი აზროვნებით, (ბავშვია რა  ) ოღონდ ძეწ არა, სხვა  მისი ოცნება იყო გამხდარიყო პრეზიდენტი შემდეგ მის ოცნებას პრეზიდენტი ჩამოშორდა და ახლა მხოლოდ გახდომაზე ოცნებობს    სახელი გენრი, ზედმეტსახელი ჰენრი და პირიქით 



გიორგი გაბაიძე

დაიბადა 1987 წელს 10 კილო და 500 გრამი, ანუ შეიძლება ითქვას რომ უკვე ორი დღის გიორგი გაბაიძე 20 წლის აჩიზე და გენრიზე მაღალი იყო    დიდი ბიჭი გაიზარდეო რომ ეუბნებოდნენ აშკარად ეგ დაამახსოვრდა მხოლოდ ბავშვობის წლებიდან და ახლა ეუბნებიან შეჩერდიო მარა აპაააჰ, მიდის და მიდის, ერთი სიტყვით სოფელში მსხლის ან ყურძნის კრეფისას კიბის გარეშე თავისუფლად მუშაობს. ეს დალოცვილიც თაფლისფერთვალებაა და ასეთიც დარჩება სიცოცხლის ბოლომდე, აბა რავა  მისი ჰობია რომ არავინ უყვარდეს და თვითონ უყვარდეს სხვას, მაინც ვიღაცა უყვარდეს და კაროჩე  მისი ჰობი მისი სუსტი წერტილი გამოდის  დამთხვევაც ამფერი უნდაო და წერს ლექსებს, მუშაობს საკუთარ თავში, დიახ თავში და თავზე იმიტომ არა რომ ვერ ადის იმ სიმაღლეზე  ასაკი 22 წელი ნაღდად და შეხედულად 62. მისი ოცნებაა ცემოს პარიკმახერი რომელთანაც უკვე სამ წელზე მეტია დადის და ეუბნება - უკან არ ამიღო ბევრი, ბრტყელი მიჩანს მერე თავიო და დალაქი რომ მაინც მისებურად ჭრის თმას... მისი ზედმეტსახელია - ვოჟდი 




ლაშა-გიორგი ხოზრევანიძე


დაიბადა 1987 წელს საფრანგეთის დედაქალაქ ხულოში, გაიზარდა, ინგლისის დედაქალაქ ხულოში და ფეხი აიდგა გერმანიის დედაქალაქ ხულოში  ერთადერთი ადამიანია რომელიც არც სიდაბლეს და არც სიმაღლეს არ უჩივის, მარა რად გინდა, ხულოელია ჭოვ, მისი ჰობია PES-2009 და 2010, ანუ საუბარია კომპიუტერულ თამაშ ფეხბურთზე სადაც ყოველი გოლის გატანას სხვადასხვანაირად ღნიშნავს ხოლმე, თუმც ის ვაზა რომელსაც წაგების შემთხვევაში ფუთავდა და გამოეტანებინა უნდა ჩვენთვის, ჯერ კიდევ არ შეუფუთავს    მისი დევიზია აქტიური ცხოვრება, მაგ: ძილი, დასვენება, ჭამა, სმა და სხვა. სუსტი ადგილია სიმთვრალე, ძლიერი ადგილია ზრუგი  ზედმეტსახელია ხოზრე, მარა მაინც ხოლოელია რა   



მინდია ცეცხლაძე (ველური) 

 
დაიბადა 1986-87 წლებში თავისუფლად, მარჯვნისაკეეეეენ, ერთ, ორი, სამი. 6 წლამდე იზრდებოდა და რაც მოასწრო ტანის აყრა ის არი, მეტი არც მომატებია და არც იმედი აქვს როგორც ვიცი  დაამთავრა საფერშლო და მოეწყო პოეზიის ინსტიტუტში, ვინ იფიქრებდა ეს ჩაი რა იყო და ჩია კაცი ერთ მშვნიერ დღეს გამოვიდოდა და იტყოდა - მე ვარ ტყიური, მე ვარ ველურიო, რის შემდეგაც მეგობრებმა შეუძინეს სათვალეები რომ სარკეში დაკვირვებოდა საკუთარ თავს კარგად, რა ველური და აფთარი იყო  მას შემდეგ ეს ლექსი აღარ წაუკითხავს. მისი ჰობია უჰობობა, სუსტი ადგილი? - უხ რა ხარ შენ მკითხველო, ცირკი ხარ რა ცირკი    ზედმეტსახელი - ვერ უნახეს, მარჯვნისაკეეეენ, ერთი, ორი, სამი, თავისუფლად!




მერაბ ჯიხაძე (ჰადესი)


დაიბადა 1989-90 წლებში როგორც ყოველთვის  არა ახლა რომ მეკითხები ეს თუ გაიზარდაო, ერთი მითხარი აჩიკოს მამიდაშვილი რანაირად გაიზრდებოდა, ჰა???  წინა ორ რესპოდენტზე გამომრჩა დავიტყვი რომ ექვსივე თაფლისფერთვალებიანებია, ჩვენს მერაბსაც ასევე როგორც იმ ხუთს ცისფერი თვალები აქვს  მერაბი ჩვენს სასტავში ერთადერთი და განუმეორებელი ვერლიბრისტია, მაგრამ ჩვენია და რას ვუზამთ, ხო ვერ გადავაგდებთ არა?  მისი საყვარელი პოეტია არჩილ ბერიძე, აბა რას ვიძახდი, ბიძაშვილ-მამიდაშვილიები არიან მეთქი  სწავლობს აკადემიაში, ანუ აკადემიკოსი უნდა რომ გამოვიდეს, ზედმეტსახელია, ზედმეტსახელია, მდააა... ზედმეტსახელიაააა, ერთი სიტყვით რაცხა იმფერს ეძახიან ვერ დავიმახსოვრე რა 



  როინ აბუსელიძე


  დაიბადა შუახევში (თითქმის ხულოში), თარიღი დანამდვილებით თვითონაც არ იცის. ჰქონდა საშინელი ბავშვობა, პირველად ფეხბურთის სათამაშოდ გამოიპარა 15 წლისამ, სავარაუდოდ გაპარვის წერილი დატოვა ტუალეტში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბავშვობიდან წერს ლექსებს, პირველ მის შედევრს წარმოადგენს

                                            "რუსთაველი აქეს, აქეს, აქეს, აქეს, აქეს
                                              მაგრამ მაინც ვერ გაიგეს რაში იყო საქმე."

  თვალების ფერი: თაფლისფერი
  სტატუსი            : დარმაედ I
 

  აღენიშნება მწვავე ნერვოზი, ფიცხი ხასიათი და მუდმივი 38 C ტემპერატურა. საოცარია მისი მიღწევები pes2009-2010, pleistation-ის ყველა ვერსიაში...

  ჰობი - დალევა. სუსტი ადგილი - პახმელია.

                      სიმაღლე - გიოზე ოდნავ დაბალი.

            ზედმეტსახელი: ყველას ვერ ჩამოვთვლი, ამიტომ არცერთს არ ჩამოვთვლი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები