ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2010


ამონაჭერი ვისლავ შეხლოს ისტორიიდან.

ვიწყებ წერას და ერთი რაც ვიცი არის ის რომ, არ დავწერ ძილზე და სიზმარზე, ადრე თუ გვიან ხომ ყველა დავიძინებთ, არა! არ ვგულისხმობ სიკვდილს. რა სისულელეა, თქვენ გინახავთ? ადამიანს არ ეძინოს ერთი თვე ან წელი და თუ თქვენ ეხლა გაიფიქრეთ: ”მე მაგალითად, 4 დღე უძილო ვიყავი", მაპატიეთ და მე საერთოდ არ მაინტერესებს ეგ ყველაფერი, მეტიც ფეხებზე მკიდია, არც სიცოცხლეზე ვაპირებ ლაპარაკს, ჩვენ ესეთები დავიბადეთ და აქ მე ვამთავრებ სიცოცხლეზე საუბარს.
  პიროვნება ვიზე საუბარსაც ვაპირებ, ყოველთვის ემალებოდა და ეხლაც განაგრძობს მალვას, არა მე მას არ ვიცნობ, უბრალოდ სიტყვებით დავსდევ და ძალიან იშვიათად თუ ვიჭერ, ამიტომაც ქვია ამ ნაწერს: ამონაჭერი  ვისლავ შეხლოს ისტორიდაან.

  24 ნოემბერი შუადღის 3 საათი, დაუმუშავებელი მიწის ნაპირებს ვუყურებ, ნაპირებზე ბავშვები დგანან და თითოელუ მათგანის მზერა მიპყრობილია, ნაკვეთის შუაში მდგომი ადამიანისკენ, ვაკვირდები და ვხდეავ ეს ვისლავია, ის კი ზის, გვერდზე ფანქრები უყრია და ფურცლები დიდი რაოდენობით, ფანქრებს ჭამს შემდეგ ფურცლებზე არწყევს და ბავშვებს ურიგებს, ბავშვები სიამაყით ართმევენ ხელს და მადლობას უხდიან, ეს ყველაფერი კადრს გავდა ფილმიდან, სადაც ხმა გათიშული აქვს რეჟისორს, ბავშვებს თავებზე პატარა მონიტორები ედგათ და ყველაფერი რის თქმასაც აპირებდნენ იქ იწერებოდა, ვისლავი მწერალი იყო, საბავშო ისტორიებს წერდა, ვერ იტანდა ხალხს ვისთვისაც პატვი იყო, ჩამოერთვათ მისთვის ხელი. ეს  მათვის პატივი იყო, ის კი ბავშობიდანვე ცდილობდა თვითონვე ყოფილიყო ასეთი და გახდა კიდეც. ფურცლების დარიგების შემდეგ სახლში წავიდა, საფოსტო ყუთი შეამოწმა, ორი წერილი იყო, ერთი ქალაქის მერისგან, სადაც ის ეპატიჟებოდა, საკუთარი შვილის დაბადების დღეზე და მეორე სადაც ეწერა: მე დღეს თქვენთან მოვალ.

2 საათის შემდეგ ვისლავთან სტუმარი მივიდა, ეს იყო 13 წლის გოგონა, კარების გაღებისთანნავე, გოგომ კითხვა დაუსვა:  რა არ გვკლავს ჩვენ?
ვისლავმა ვერ უპასუხა, სახლში შეიპატიჟა, თუმცა გოგონა სახლში არ შევიდა, უთრხრა, რომ ცოტა ხანში ყველაფერი ასე აღარ იქნებოდა, როგორც ეხლა ის ხედავს.

27 ნოემბერი 7 საათი, ვისლავი თეთრ ოთახში ზის, უკვე ორი საათია ღვიძავს, დგება და გარეთ გადის და ხვდება, რომ ყველაფერი ისევ ძველებურადაა, იგივე ქუჩები და იგივე შენობები, სერეონის გადასახვევისკენ მიდის, გზაში გადაწყვიტავს გაიხსენოს  წარსული, მაგრამ მეხსიერება როგორც გედები ჯოჯოხეთში ისე დაცურვენ ვისლავის ტვინის ლაბირინთებში, გადაწყვიტავს გააჩეროს ბიჭი,რომელიც იქვე კუთხეში გაზეთს კითხულობს.
გამარჯობა, მე შენ ეხლავე მოგცემ 20 ევროს თუ მეტყვი მე ვინ ვარ.
ბავშვმა ზერელედ შეხედა, აათვალიერე, ისევ გაზეთს მიაპყრო თვალები და განუცხადა:
დროს მე მოვკლავ 11 საათზე, კითხეთ მათ ვისაც ძინავთ, როგორც გვამებს, მალე ჩემგან არაფერი დარჩება ასე, რომ არ მაქვს თქვენზე დასახარჯი დრო.
ვისლავი, შეშინებული მოეცალა ბიჭს და ნაბიჯებს მოუჩქარა.
სერეონის გადასახვევთან მას მამაკაცი შეხვდა.
მიესალმა ვისლავს და ხელი გაუწოდა.
დოქტორ გერმჰოტი.
ვსილავ შეხლო. თქვენ ალბათ გსმენიათ ჩემზე.
არა საერთოდ არა, ან საიდან?
მე ის შეხლო ვარ, მწერალი.
მწერალი? რას ქვია მწერალი? რას ნიშნავს ეგ?
მაშინ რატომ გამაჩერეთ?
არა უბრალოთ მინდოდა მეთქვა, მე არაფერი ვიცი თქვენს შესახებ, მხოლოდ ამის.
ამის გამო გამეცანით? საინტერესოა.
ვისლავი სერეონის შესახვევთან მდებარე შენობის, მეორე სართულზე ავიდა, ცარიელი ოთახი იყო, მხოლოდ ერთი პატარა კარადა, სადაც ის ინახავდა, მორფს და შპრიცებს.  ვისლავი შეშლილის სახით ეცემა იატაკზე და ნელ-ნელა

იბრუნებს საკუთარ სახეს
ფრჩხილებით კედელზე ამოყავს სიტყვები.
მე ეს სიცოცხლე ნამდვილად არ მომიპარავს, არც ვინმესგან ამიღია, ხალხი, ხალხი, ხალხი, ხალხი… ისინი ამბობენ,  რომ მე ის მიბოძეს.


კარებზე კი წარწერა ძველდებოდა. 

შემოაღეთ კარები, ისე რომ არც მკითხოთ, შემოაღეთ და მითხარით, რომ ცხოვრება არ არის ბალანსი, შემოდით და გამაგებინთ დამარწმუნეთ, რომ მე არ ვარ უჩინარი, ნება მიბოძეთ მდინარის ნაპირს ერთად ჩავუყვეთ და ცეცხლზე მოცეკვავე ყველა არსება ჩავითრიოთ მასში.

და ვინ კი წაიკითხა ეს წარწერა, ვერაფერი გაუგო მას.


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები