ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2010


ალბათ (ეძღვნება ნიკო გომელაურს)

მას, ალბათ, ჰქონდა გულზე ნადები
და გადმოსცემდა ლექსებით მართალს,
ალბათ, ღმერთია მისის გამგები,
მის ყველა სიტყვას სიკეთე ახლავს,

ის არ ამბობდა არც გაუგებარს
და არ ამბობდა რაიმე ახალს,
ლექსში აქსოვდა თავის არსებას
და შეუყვარდა მალევე მრავალს.

ალბათ, ამ ქალაქს შეუძლია, რომ
კაცი გაზარდოს ლამაზად, თბილად,
ალბათ, თბილისიც ქვია მაგიტომ,
ასე ვიტყოდი მე, ცოტა რბილად,

ვზივარ და ვნანობ, ვერ გავიცანი,
ვერ ჩავეხუტე კაცურად, თბილად,
დავრწმუნდი, უკვე ეჭვი არაა,
გამოგდგომია, თბილისო, შვილად.

გაფრინდა ჩვენგან... ჰქონდა მას როლი,
სიკეთეზეა ალბათ, ეს კინო,
ჩვენ გულებში ხარ, აქ დაგრჩა ბუდე,
დაგიმახსოვრა თბილისმა, ნიკო!

მთვრალი მიუჯდა ახლაც მაგიდას,
მოჰკიდებია ქართული ღვინო,
სამოთხის კართან უდგას მაგიდა
და ფურცელზეა წარწერა: შვილო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები