ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

შენით, დღემდე

ახლა ვხვდები-მყვარებიხარ როგორ,
მივჩვევივარ შენს ნაოჭებს დაზრილს,
მერე, რა მეშველებოდა ოღონდ,
სიყვარულს, რომ დაჰკარგვოდა აზრი.

შენს თვალებთან დარდის, ვხედავ, ღარებს,
იმ დროინდელს ვყმაწვილობდით როცა,
ხვალ დილიდან კვლავ გამოიდარებს,
რადგან ცას დღეს ნამზეური მოსავს;

ქარი ღუმელს არ უბრუნებს კვამლს და,
არც კაკლის ხე შერხეულა წუხელ,
ჩვენ, რომ ერთი იხვის ჭუკი გვყავდა,
წავიდა და მიატოვა გუბე.

მერამდენე ზამთარია იცი?
მე, რომ ვიცვამ შენს მოქსოვილ წინდას,
ერთგულების, რომ დაგიდე ფიცი,
მახსოვს ცა რა გამეტებით წვიმდა.

ეს სიბერეც რა კვალდაკვალ დაგვსდევს,
გადავღებავ გახუნებულ ფერებს,
სიყვარულს, რომ დაჰკარგვოდა აზრი,
შენ გარეშე, რას ვიზამდი მერე...

                                                    კითხულობს ქეთი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები