ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2010


Mon chéri

შენ სულ აღმა-დაღმა დადიხარ,
დაგვყა ხასიათი მოშარო,
მზერა ისე კუშტი გაგიხდა,
ათას სისულელეს როშავენ
შენზე აქა-იქ და ჭორებად
დაგდევენ ზურგსუკან ფრაზები,
რომლებსაც გაურბი, შორდები,
არცთუ იშვიათად ბრაზდები.
წლებზე მკითხაობენ ბოშები,
აღარც ნაოჭები გაკლია,
მაინც, გვერდის ავლით, მოშვებით,
თავს აღწევ ამინდებს ნაღვლიანს.
ცისკრის ვარსკვლავებს რომ ადარებ,
მიტკლის ფერი ადევთ შროშანებს,
შუბლზე გაწერია_ "მადარდეთ,
ვერაფერს დამაკლებს დრო-ჟამი."
მახსოვს, უცაბედად რომ შემხვდი,
წვიმდნენ ტირიფები ბაღიდან...
მე ვთქვი:
- შემიყვარდი, Mon chéri,
შენ კი, მიპასუხე:
- არ ღირდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები