ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2010


***

 
ისეთი სახით გამოდის სახლიდან
და ისეთი სახით ბრუნდება,-
მზის ამოსვლას
და ჩასვლას მოგაგონებს.

***
ერთმანეთს
ისე დაუთმეს ადგილი,
როგორც სიმღერაში სიტყვებმა.

***
მაგრამ როდესაც მზე ამოდის,
სიკვდილსა და სიცოცხლეს
აღარც შენ ახსოვხარ
და აღარც ერთმანეთი...

***
ღმერთის დუმილის
უბურუსო ჰორიზონტებიდან
როგორი სიყვარულით
გასცქერიან
ჩვენი ხმები ერთმანეთს.

***
ღრუბლის ტალღები,
გასხივოსნებული,
გადაიარა და არ გაუგია,
რომ იმ ღრუბლის ქვემოთ
უფსკრულია ბნელი და მაღალი.

***
რასა ფიქრობდა ძუძუს წოვისას?
ეგ სიცოცხლეს ეცოდინება
და გარდაცვალებისას გაანდობს.

***
გიცანი.
ახლა უფრო თეთრი ხარ
და უფრო მაღლიდან გადმომყურებ,
აკვნიდან დანახულო ღრუბელო.


 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს