ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2010


ოთახი

მას ქონდა დიდი პირი,
პატარა ცხვირი.
გრძელი ხელები, საშინელი თითები
ატრებდა ყოველთვის ჩემს ნაჩუქარ ხელთათმანებს, რომლებსაც
თითები გადაუჭრა.
მის გარეგნობაში ყველაფერი იყო უხეში, მას შემდეგ რაც
დედამისმა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოავლინა ქვეყანას.


ოთახში შესვლისას ყოველთვის ისმოდა მისი ყვირილი:
ყველაფერი რიგზეა!
მე მჭირდება!
ჩემი სიტყვები კი გავდნენ გრძელ დამშვიდობებას,
ადამიანის რკინიგზის სადგურზე, ლიანდაგის მეორე მხრიდან
ცალ ხელში ცარიელი ჩემოდანით,
მეორეს კი ხელს უქნევს  დამშვიდობების ნიშნად
დედას!
დედას, რომელიც ერთ დღეს გარდაიცვლება,
როგორც ადამიანი.


მაღაზიაში სადაც სიტყვებს ყიდიან
ვყიდულობ ყველა სიტყვას, რომ გაგცე პასუხი კითხვებზე.
მე მაინც
უკნიდან ვიწყებ შენს კითხვებზე პასუხის გაცემას.


წინ მიწყობ ხელებს და მეუბნები, რომ შემიძლია სახე ჩავრგა
მასში.
თითქოს მიხატავ ქალაქებს, სადაც არაფერი მუშაობს.
გაჩერებული მანქანები!
მეტროსადგურები!
ტროლეიბუსები!
ქალაქს სადაც იესო პირველი ეგზისტენციალისტია.


(ხელები ჩემს თვალებთანაა უკვე)



ყველაფერი რიგზეა.
მე მთელი სახით ვიძირები შენი ხელის გულებში,
კანკალით ვიპოვებ იმედს,
ვერ გავიგო შენი თვალებიდან დაგორებული
ცრემლების ხმა,
ის კი მიახლოვდება როგორც უხილავი ტალღა გემს, სადაც
ომში აფეთქებული ტყუპები განულაგებიათ

მაინც ტირი.. არ მიბრალებ,
ნუთუ ეს არის პეკლო.
ვერ ვხედავდე შენს ცრემლებს თვალებზე.
ილოცე! ილოცე ჩემთვის სანამ დავმბრმავდებოდე

ვაგრძელებთ ერთმანეთის პირისპირ საუბარს
მე და ჩემი ოთახი და ვიცინით ბოლო ხმაზე.
ტყუპები ომიდან?
მე ვეწინააღმდეგები და ვცდილობ დავუმტკიცო,
რომ თქვენ მიხვდებოდით:
არაა აქ საუბარი აბორტზე
არც ზოდიაქოს ნიშანზე და
არც ცოცხალ ქმნილებაზე.


ლურჯი ჩიტები ისვენებენ ფანჯრის რაფაზე.
გვისმენენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები