ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
6 მაისი, 2010


ისრიმისფერი თვალებით

გაზაფხული იწურება, მან მთხოვა, სანამ დამთავრდება მოდიო, მაგრამ მე არ ვარ მასთან. ეს ლამაზი დღეები კი აჩქარებული ნაბიჯით ეფარებიან დროს.
მის ქუჩაზე ყველაზე ლამაზი ატმის ხეებია.
ძალიან უხდება გაშლილ თმებზე, ნიავის მოტანილი ატმის ყვავილები.
სულ ბრაზობდა რატომ არ მეხმარები მოშორებაშიო, მე არ შემეძლო, ვიდექი და ვაკვირდებოდი მშვენიერი ყვავილებით მორთულს.

სევდა მომეძალება და მაშინვე ვტოვებ ჩემს სხეულს, მის ქუჩაზე მივდივარ და ვუყურებ სილუეტს, რომელიც გამუდმებით ჩანს ფანჯრიდან.
ასე არასდროს არ დამლოდებიან,
ამხელა მანძილის მიუხედავად ვგრძნობ ყოველ ცრემლს.

მარტში გავიცანით ერთმანეთი, მარტიც საოცრად უხდებოდა.
დავინახე და თვალი აღარც მომიცილებია, მაგრამ ის სადღაც სხვაგან იხედებოდა, თვალებს აცეცებდა, სევდიანი გამომეტყველებით ეძებდა რაღაც თითქოს ნაცნობს.
ღიმილით მახსენდება მოუსვენარი სახე, ოდნავ შეკრული შუბლით. მთელი საღამო არ გაჩერებულა, სადაც მივიდა ყველგან აქტიურობდა, საჭმლის გაკეთებაში თუ სადღეგრძელოების თქმაში.
ბიჭებს უკმაყოფილო სახეები გვქონდა, სიტყვის თქმას არავის არ აცდიდა და თან ისეთ სევდიან სადღეგრძელოებს ამბობდა ლამის ცრემლები წამოგვივიდა.
რამდენიმე საათი ველოდე მის მზერას (თითქოს ადრეც ველოდებოდი)
და შემომხედა, მანამდე თვალის ფერი არ მქონდა დაფიქსირებული, არ გაუჩერებია თავი და როგორც კი შემომხედა, უცნაურმა ელვამ დამიარა ტანში. ასეთი ფერის თვალები არსად არ მენახა, უეცრად გამიღიმა და ამ შემოხედვის შემდეგ, აღარც გაუხედია სხვაგან.
კვლავ რამდენიმე საათის შემდეგ დავასკვენი, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, და მასთან ერთად მეც.
საუბრის დროს, სივრცეს უშტერებდა თვალებს და მე თითქოს იქ აღარ ვიყავი, ვცდილობდი დამებრუნებინა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, მისი საოცრად მშვიდი სახე არაფრის უფლებას არ მაძლევდა.
იმ დღეს ყველაზე მეტად განვიცადე სახლში დაბრუნება, ის იქ დარჩა, მე თბილისის გზას გამოვუყევი და არც ვიცოდი სინამდვილეში ჩემი სამყარო სად იყო.

ორი დღის შემდეგ, ჩემი ინიციატივით, ამ ძალიან დიდ სითბოს უკვე ტელეფონის ყურმილიდანაც ვგრძნობდი.
ჩვენი ყოველი შეხვედრა რაღაცნაირად ჩაივლიდა ხოლმე, ყველაფერს ამბობდა რასაც გაიფიქრებდა და იგრძნობდა, ხან ცელქი გოგოს სახეს მიიღებდა, ხანაც ძალიან სევდიანის.
ყოველი შეხვედრისას მიჩნდებოდა სურვილი გულში ჩამეკრა, მაგრამ ვერ დავასწარი.

უკვე ერთი თვეა მრცხვენია, რომ ასე აღმიქვა.
დამახასიათა,
ასეთი არავისთვის არ ვყოფილვარ.

მასთან ურთიერთობის პარალელურად იძაბებოდა ჩემი ცხოვრება, ამდენი პრობლემა არასდორს მქონია.
ჩხუბები არ მთავრდებოდა, ყველა ერთდროულად შეწუხდა უფულობით.
ყველა ძმაკაცს ან კაზინოში ეძინა, ან ლომბარდში. ვცდილობდი ბოლომდე არ ჩავეყოლოდი ამ პრობლემებს, მაგრამ მომიწია.
რას აღარ ვაგინებდი ჩემს ტელეფონს, რომელიც ლომბარდში წყნარად იდო.

დღეებს დღეები მისდევდა, მას ვერ ვნახულობდი.
უკვე ვეღარც ვურეკავდი.
მალე ვისწავლე ფიქრი უიმისოდ, გადავეჩვიე.

მაისის დასაწყისში, რუსთავში გადავედი ძმაკაცთან, არც ტელეფონი და არც ინტერნეტი.
დაჟე სიგარეტის ფულიც კი აღარ გვქონდა,
ძმაკაცის მოყვანილ გოგოებთან ვიწექით, ბოლოს ეგეც მოგვბეზრდა.
ბიჭებმა გადაწყვიტეს ფული ეშოვნათ, მე სახლში დავრჩი, რადგან გოგოები ყავდათ დატოვებული.

ძმაკაცები აგვიანებდნენ,
ნერვებმა მიმტყუვნა, გოგოებს სწრაფად ჩავულაგე ჩანთები და ისე ტექნიკურად გავყარე სახლიდან თავადაც გამიკვირდა.
ბევრი ფიქრის შემდეგ მისი სახე ამომიტივტივდა, ახლა აღარ იღიმოდა,
ყვავილებიც არ ეყრებოდა თმებზე, მხოლოდ მომლოდინე თვალები...

ღამის სამი საათია და გადაუღებლად წვიმს, აქ ბუნდოვნად აღწევს წვიმის წვეთების ხმა. გარშემო ყველამ დაიძინა. მეხუთე დღეა ვერ ვიძინებ,
ვფიქრობ როგორ დაინახა მისმა თვალებმა ჩემი სამყარო.
ასეთმა ენერგიულმა, მხიარულმა, ისრიმისფერ თვალებიანმა, ჩემი ჩუმი და ერთფეროვანი სამყარო.
დარწმუნებული ვარ, რომ იცოდეს სად ვარ ძალიან განიცდიდა,
ისე მელოდება თითქოს ხვალ დავურეკავდე.

ახლა ძალიან ბევრი დრო მაქვს მასზე საფიქრელად, მის მოყოლილ ამბებზე.
აქ იკრძალება ყველაფერი ფიქრის გარდა, და მეც ვფიქრობ იმდენს,
დღეს პირველად ვიყავი მის ქუჩაზე მისული,
სახლში მოურიდებლად შევედი და მივხვდი, რომ ასე მართლა არასდროს არავინ ყვარებიათ, როგორც მე,
მაგრამ აბა რად გინდა, ჩემნაირი სირები უშვებენ ასეთ გრძნობებს ხელიდან.
საშინელებაა,
ვიცი დამელოდება უსასრულობამდე, ამიტომ ვბრაზდები ჩემს თავზე.

ვხედავ როგორ წარმომიდგენს ხოლმე,
ისრიმისფერ თვალებზე ცრემლი მოგორავს, ვცდილობ მოვწმინდო, მაგრამ არ გამომდის,
ვერც ხვდება ჩემს იქ ყოფნას.
მერამდენე დღე გავიდა...

მისი თვალები გამოშრა,
მე კი ვუყვარვარ გოგოს, რომელმაც არ იცის ჩემი სიკვდილის ამბავი.
მაინც ყოველ წამს, ისრიმისფერ თვალებს მომაშტერებს და
ვგრძნობ როგორ მწვავენ ისინი.
პირველად ვწუხვარ, რომ მკვდარი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები