ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2010


THE BEACH AT PALAVAS

1
გამხმარი ფოთლები წყდებიან ხის ტოტებს,
თითქოს კაპიტულაციას აცხადებენ და ტყვედ ბარდებიან მიწას,
შეუბრალებელია მათი დამპყრობელი.
სათითაოდ!
ყველა ფოთოლს ხვრეტს
ყოვლისშემძლე, მწვანე ტყვიებით.

2

თერთმეტი გოგო, ხელჩაკიდებული გარს ეხვევა
სხვადასხვა, ერთმანეთზე გადაკერებული ნაჭრით
შემოსილ ხეს.
ყოველ ერთ წუთში, ერთი გოგო აკლდება წრეს.
ბოლოს რჩებიან ორნი, მთელი სხეულით ეხვევიან მერქანს.
უღიმიან ერთმანეთს და ახრჩობენ ხეს

3

ზმათრის ყინვაში, ვზივარ მაგიდასთან ტბის პირას
ჩავდივარ ტბის ფსკერზე,
რათა ვუყურო დაუსრულებელ აქტს მიწასა და წყალს შორის.
მათ განიცადეს ორგაზმი და დახვრიტეს ფოთლები.

4

ეს ადგილი მზისთვისაც უცნობია.
გათოშილი სიცივისგან,
ნისლს ვიხვევ ტანზე საბნად და ვუყურებ, როგორ
იმტვრევა ათას მცირე ნაწილად ჩემი ცხოვრება.

------------------------------------------

ვინმე ახალგაზრდა პოეტი დაწერდა ამას უფრო ლამაზად.
(ალბათ)
მაგრამ დრო იქნებოდა წარსული,
როგორც ბებერი პოეტის ლექსები-
ის კი მხოლოდ იმას წერს, რაც წარსულში გადახდა.
აწმყოში კი ის ოცნებობს, ორგიებზე არასრულწოვან
ქალწულებთან.
ოცნების რექვიემი.

მე კი ფეხშიშველა დავრბივარ ჩემს მეგობართან ერთად
სილების მდინარეებზე და ჩვენ ვეძებთ
გუსტავ კურბეს ჯერკიდევ უცნობ ნახატს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები