ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2010


ნ ი ნ ა ო ბ ა

თურმე, ჩემს გულსაც შეუძლია გრძნობის ტარება!..
მე მგონია, რომ ჩავაბარე სულს აღსარება,
თხუთმეტი წლის წინ დაწყებულა ეს მდუმარება,
გადავაგორე, თან მეგონა, მე, მწუხარება...
თხუთმეტი წლის წინ... მგონია, რომ მომიკვდა გული,
ჩემს ბედის ვარსკვლავს დაეწერა ცხოვრება რთული,
ბავშვი ვიყავი მე, როდესაც დავკარგე რწმენა,
თექვსმეტ იანვარს, როცა ჩემგან გაფრინდა დედა...
მთვრალი ვწერ ახლა, მომეკიდა ქართული ღვინო,
ნინაობაა და ამოვედი საფლავზე, ნინო!..
ასე მგონია, ეს ცხოვრება ჩემზეა კინო...
არ გასდევს ფონად არც გიტარა, არც პიანინო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები