ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2010


ფიქრითა და იმედით

                                                                ვუძღვნი ჩემს ნინის...  თავად იცის, ვის!

აი, ეს დღეც გავიდა ფიქრითა და იმედით, -
“იქნებ თვალი მოვკრა" და "იქნებ შემეხმიანოს”?!
რად დამანთე სანთლად და რად დამღვარე ცრემლებად,
მითხარ, რა დაგიშავე, კარგო ადამიანო?!

ისევ ვეძებ თვალებში აცეკვებულ ჭინკებს და
შენი ტუჩის შეხებას ძველებურად მოველი...
მაგრძნობინე ხელახლა სიძლიერე ხელების
და შენს მკერდზე მოყრდნობილს დამავიწყე ყოველი...

ამატარე აღმართი ჩაჭიდებულ ხელებით,
ისევ თმაში ჩამაწან გვირილების მზეები,
სული ისევ ამართვი ვნებიანი კოცნით და
ისევ შემომატარე მიწის სამოთხეები...

მერე ნარიყალადან გადმოვხედოთ თბილისს და
მთვარემ ჩამოგვაღვაროს ციდან თეთრი სხივები...
ბალახებში ვეძებოთ ჭრელი კენჭი თილისმად,
ყელზე შემომახვიე ვარსკვლავების მძივები!

ამომიშრე თვალიდან მონატრების ცრემლები.
იქნებ სულის მთვლემარე სიმიც ამიხმიანო?!..
...........
ფიქრითა და იმედით ეს ერთი დღეც გავიდა,
მითხარ, რა დაგიშავე, კარგო ადამიანო?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები