ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პროზა
3 დეკემბერი, 2012


რამდენიმე არაჩვეულებრივი დღე (დღე #1)

რამდენიმე არაჩვეულებრივი დღე (დღე)#1

კარებზე ზარია.
ოფლი, სიცივე, სიცხე, მუხლების ტკივილი, მოუსვენრობა და ლოგინში წრიალი... რასაც ვგრძნობ.
ნეტავ, ვინაა? ვდგები ძლივსძლიობით, კარებს ვუახლოვდები, ვიხედები, ჭუჭრუტანაში.
თაზულიკაა, როგორც ყოველთვის.
შემოდის, კარიდანვე ინსტიტუტის ამბების მოყოლას იწყებს, კომპიუტერთან ჯდება და რაღაცას უწყებს ძებნას ინტერნეტში და უაზრო ისტორიას მიყვება, როგორც ყოველთვის (ძალიან მაგრად მიყვარს თაზულიკა).
ვხვდები, მუცელმა შემაწუხა, ნერვოზი საშინელი ნერვოზი შიგნიდან სულს ფოცხით მიკაწრავს ჩემი ავადმყოფობა(ლომკა)
სიგიჯის ზღვარზე ვარ, უფრო სწორად გიჟი ვარ, ადამიანებში არ ვწერივარ, რაღაც სხვა არსება უფრო ვარ.
დავჯექი დივანზე...
თაზულიკა რაღაცეებს მელაპარაკება, მაგრამ არ მესმის სხვა ფიქრებით არის ჩემი გონება დაკავებული.
რეკავს ტელეფონი, დავხედე ...
პრინციპში რად უნდა დახედვა
-ხო ლაშიკ
-პეშოს გაუმარჯოს
-ბარო ბარო
-რას შვები, ხდება რამე კარგი შენკენ?
-რავი რაღაც-რაღაცეები უნდა იყოს წესით, მაგრამ ფული არაა ჯერ, შენ ფულში როგორ ხარ?
-რამეს ვიზავ
-კაი, დაგირეკავ მაშინ, თუ გამოჩნდა რამე... ვაბშე, ხო არ დავიკიდოთ არც ფულია, არც პონტი. ესე როდემდე ვიმაწანწალოთ?
-ბაზარი არაა, მაგრამ ღამე რა გვეშველება
-კაი მაშინ, ჩავიცმევ და ჩამოვგაზავ
-კაი, მიდი გელოდები
გავთიშე.
ერთი და იგივე, ერთი და იგივე, აღარ შემიძლია, ეს რა ჯოჯოხეთია!
ძლივს ჩავიცვი და გავედი სახლიდან
თაზულიკა მბურღავს:
-კაი რა, ბოლო-ბოლო თავი როდისღა უნდა დაანებო, ტო?!
-რავი, თაზულიკ, დავანებებ აბა რას ვიზამ
თაზულიკა სახლში ავიდა მე ფეხით ჩაუყევი ბახტრიონის ქუჩას.
გაზაფხულია....
ხალხის თვალებში ახლის მოლოდინი და იმედი იგრძნობა, რაღაც სასიამოვნო გრძნობითაა ყველა, ყველა ჩემ გარდა.
მცივა, ოფლში ვიწურები სახშრები მტკივა და გული მერევა.
მშურს ყველა ბედნიერის, მშურს. ვერ ვიტან შურს, მაგრამ მშურს.
შევუხვიე კუტუზოვის ქუჩაზე და კულინარიის ეზოში მივედი: სკვერში ბავშვებს ასეირნებენ, იქით გოგოები კისკისებენ, წყაროსთან ვიღაც უცხო წყვილი ზის, ალბათ უყვართ ერთმანეთი
-უყვართ რო???
გაგა რომ დაიჭირეს იქაც ჩახუტებული გოგო და ბიჭი, ბავშვის კალიასკა წინ ეყენათ. ჩვენ ცოლ-მქარი გვეგონა ბავშს ასეირნებდნენ და ბოლოს სოდი აღმოჩნდა. კალიასკაში კიდე იარაღები და კამერა ქონდათ დამალული.
იქნებ ესენიც ეგრე ზიან???
რა ხდება. ხო არ მიჭერენ…
შევვარდი სადარბაზოში და მეორე სართულიდან დავიწყე ყურება.
მივხვდი, რომ გავგიჟდი. ყველა სოდის თანამშრომელი მგონია.
პრინციპში, ნახევრად მართალიც ვარ ყველა თუ არა თითქმის ყველა თანამშრომელია თუ არა და მათი ლეკვი, როგორც იტყვიან.
სკამზე ლაშა ზის, თავი ხელებში აქვს ჩარგული და იდაყვებით ფეხებზეა დაყრდნობილი (ესეც ჩემს დღეშია).
-ბარო ლაშა
-პეშოს გაუმარჯოს, რა ვქნათ ბიჭო ბოლო-ბოლო, რა გვეშველება?
- რავი, ლაშიკ, მეტადონის პროგრამაზე ვფიქრობ უკვე თორე დაგვიჭერენ, გული მიგრძნობს.
-რავი, მანდაც გაზომბებენო, ეგრე ამბობენ.
- ხო, რავი, კაი მაგას შევეშვათ. დღეს რა ვქნათ?
-ერთ საათში რაღაც ფულს ველოდები, შენ მაქამდე იქნებ გაარკვიო რამე და რაღაცა გვეშველება,
-კაი ლაშიკ, ეხლა მე პავლოვისკენ გადავალ, ღვინო უნდა ვნახო და ერთ საათში შემოგეხმიანები მაშინ.
-კაი ძმაო, არ დამეკარგო.
დავშორდით.
მივდივარ, მივდივარ, მივდივარ… ასი მეტრი ას კილომეტრად მეჩვენება, თან რაღაც მუზის მაგვარი მოვიდა.
ვიცი ვერ დავიმახსოვრებ და გზაში ვიმეორებ, რომ პავლოვზე ლევანის ლომბარდამდე სანამ მივალ, არ დამავიწყდეს. იქ ფურცელს გამოვართმევ და დავწერ,
ვიმეორებ ჩემთვის:
“მე აღარ ვითხოვ აღარც გაგებას, ვის მივაშურო, ვის ვთხოვო შველა,
მე მივეჩვიე თავის წაგებას და მოვიძულე ჩემს ირგვლივ ყველა,
წუთმა წამები გადაღალა და გადაღალა წუთები დღენმა,
დღენმა თვეები გადაღალა და გადაღალა თვეები წლებმა,
მე ვინანიებ მთელი განგებით მაგრამ არ დარჩა კაცი გამგები,
მე ვინანიებ მთელი არსებით, საქმეს რომ არ ცვლის ვიცი სავსებით
...................................... ...... ................................
............................................. ....... ........... ..........................”
მივაღწიე ბოლო ბოლოდავწერე და ჩავიდე გულის ჯიბეში,
-ლევანი არ მოსულა?
-არა, დღეს არ მოვა.
მიპასუხა მელომბარდე გოგონამ.
გამოვედი და ეზოში შევედი. ბებერს (დათო) ველოდები.
წამიღი ფიქრებმა:
შაბათს თავანი მაქ ათას სამასი, თან ბანკში შესატანი სამი ათასი, თორე დამიჭერენ.
ცალკე გიორგასი და ვახოს(ბუხო) ვალი მაქ.
გიჯივით ვარ: სასწაულ ლომკაში.
კიდევ ორი ვალი გამახსენდა. კაი ........რაცაა ეგააა რამე გამოჩნდება
ბებერიც გამოჩნდააა.
-ბებერს გაუმარჯოოოოს!
-რავა ხარ თავგას რას შვები (ბებერი თავგასას მეძახის)
-რავი ბებრუხან, დავდივარ განადგურებული და ვარ რა თუ ქვია ყოფნა საერთოდ. შენ?
-მეც ეგრე რა, ბახტრიონელები დაუჭერიათო გავიგე.
-მართლა, ტო?
- ხო, რა იყო, რა გაგიკვირდა
-რავი, დავით, დავიღალე უკვე, ყველას იჭერენ გარეთ კაციშვილი აღარ დატოვეს.
- ხო ეგრეა, გვეუბნებიან ან ციხე ან ბოზობაოოო. ხო კაია?
- მაგარი, მეტს ვერ ინატრებ.
-კაი, დღეს რა ვქნათ?
-რავი, ფული ვიშოვოთ და რამეც გამოჩნდებაააა.
-პეშო!
უცბად შემომიბრუნდა დატო
-რა იყო?!
მივხვდი რაღაც სერიოზულზე უნდა დაეწყო ლაპარაკი, ეგეთ პაუზას მარტო მაშინ აკეთებს.
-ერთი ვალიუტჩიკი ვიცი. ყოველდღე ლილოში მიაქო რაღაც დიდი კუშიო, ეგრე იძახიან… ოთხი საატისთვის.
-ეგრე იძახიან თუ ეგრეა?
-ეგრეა, ეგრე.
-მაინც რამდენზეა ბაზარი?
-სადღაც 25 ზე.
-ვა, მართლა ტო?
-მართლა, მართლა! გაეცინა ღვიჯნოს.
-ეხლა რომელი საათია? ვკითხე მე
-ორია, რა არი რო?
-რაღა რა არი, ესე როდემდე ვიჯდეთ. წავედით რკინებზე და მოვინახულოთ ჩემი ვალიუტჩიკი ძმაკაცი.
ბებერს გაეღიმა, თავი გააქნ-გამოაქნია, თითქოს რაღაცა გადაწყვიტაო
-ბებერო, ახალ მოყვანილი ცოლი გყავს და რა ვიცი, გვიღირს?
-გვიღირს პეშო, გვიღირს. მითხრა დატუნამ და კუტუზოვისკენ ავიღეთ გეზი.
ჩვენ კაცს გადასახურდავებელი ჯიხური ზედ პავლოვის ქუჩაზე ქონდა, ზუსტად 4 საათზე ჯიხურიდან გამოდიოდა და ლილოსკენ ჰერი-ჰერის აკეთებდა. სწორედ ამ ჰერი-ჰერის დროს უნდა გვეღონა რამე, როგორც მოვილაპარაკეთ ანუ. გზაში
გაწვიმდა, სადღაც ოთხის ნახევარი იქნებოდა, დათუნას მამის დანგრეულ “აძინაცატში” ვიჯექით, ჯიხურის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებულნი.
ზუსტი გეგმა არ გაგვაჩნდა. მე ერთადერთი შემორცენილი პარაბელუმი მქონდა ქამარში გარჭობილი .
ღვინოს კიდევ გასისინებული მარყუჩიანი პესეემი, მარყუჩის დანახვისას მაინც ყველას ეშინია რაც არ უნდა ვაჟკაცი იყოს.
ზუსტად ოთხ საათზე კაციც გამოჩნდა რაღაც პარკით ხელში, მიუახლოვდა მანქანას მიიხედ-მოიხედა და ჩაჯდა.
თვალები გაგვიბრწყინდა და სხეულმა ადრენალინის გამოყოფა დაიწყო.
-წავედით! ვუთხარი დათუნას.
დათუნამ დააპირა დაქოქვა მაგრამ............... აკუმულატორი დაჯდა, თუ რა ჯნდაბა მოუვიდა ღმერთმა იცის…
-ამის დედა ვატირე! ჩვენ ხო ბედი არაფერში არ გვაქ. დაიწყო გინება ბებერმა
გაღიმებული სახეებით ვუყურებდით ლილოსკენ მიმავალ 25 ათასს
-ალბათ ეგრე იყო საჭირო. ვთქვი მე.
-ალბათ. ღმერთმა არ გაგვწირა. დაამატა დათუნამ და ის იყო მანქანიდან გადასვლას ვაპირებდით და....ბახ ბახ ბახ! - გაისმა მიყოლებით სამი გასროლის ხმა.
შიშისგან დაფეთებულებმა ერთმანეთს შევხედეთ ,მერე წინ გავიხედეთ და რას ვხედავთ:
ჩვენი ვალიუტჩიკი ვიღაცამ მიადუღა მანქანაში და გაიქცა.
იარაღები მანქანაში დავტოვეთ და მანქანიდან გადავხტით, ადგილზე მივირბინეთ სასწრაფო, სასწრაფოო! ყვიროიდა დათუნა ბოლო ხმით.
მივედით და რას ვხედავთ კაცს ორი ტყვია მუველში აქ მოხვედრილი, ერთიც თავში. იქით ვიღაც ორი შავკურტკიანი ბიჭი თავქუდმოგლეჯილები გარბიან, რაღაც მანქანაში ჩახტნენ და გავარდნენ.
ბებერმა რაღაც მანიშნა თვალი, იმწამსვე მივხვდი ყველაფერს. გვერდითა სკამზე ის ყვითელი პარკი იდო, მკვლელებს ფულის ინტერესი არ ქონიათ, რაღაც სხვა ამბავი იყო ალბათ აქ.
ხალხის აურზაურში პარკი ჩემს ხელში აღმოჩნდა და ნელ-ნელა გამოვიპარეთ.
ორი უბედნიერესი ადამიანი მიაბიჯებდა პეკინის გამზრიზე.
კაცი მოკვდა, ჩვენ კიდევ გახარებულები მივდიოდით ფულის სანახავად.
ზუსტად 23 ათას 500 აღმოჩნდა. გახარებულები ერთმანეთს გადავეხვიეთ, მაგრამ შიგნიდან ორივე ვგრძნობდით, რომ რაღაც გვღრნიდა.
ერთია კაცს ფული წაართვა და მეორეა, კაცის სიკვდილით ისარგებლო.
მაგ ფულს მილიცია მაინც აიღებდა-თქო, ასე ვინუგეშეთ თავები.
დავრეკეთ. პირველ რიგში. სადაც წამალი გვეგულებოდა.
-გაუმარჯოს
- პეშ, შენ ხარ?
-ხო, რას შვები, არი რამე სასიკეთო
-თუ მალე მოხვალ, კი
-სულ რამდენია?
-რა არი ფული იშოვე
-რასაც გეკითხები, იმაზე გამეცი პასუხი, მე ვიშოვე თუ არა ეგ მე ვიცი
-შვიდი
-ხოდა, ოც წუთში მანდ ვარ და შვიდივე შემინახე
-კაი, გელოდები
ზუსტად ორმოც წუთში, ჩემთან სახლში მაგარი შეშვებულები ვიჯექით და ვლაზღანდარობდით
-ბიჭო, ბუხოც ცუდად იქნება, მითხრა დათუნამ - დაურეკე.
-ხო, მეც მაგას ვაპირებდი ვუპასუხე მეც. (ამ დროს. სულ არ გამხსენებია ბუხო)
-ბარო ბუხოს სიცოცხლე, რავი არამიშავს შენ? ბიჭო რავი რაღაც საჩუქარისმაგვარი გვაქ მე და ბებერს და ამომიარე რა… კაი მიდი გელოდები
-ათ წუთში მოვალო.
-ბიჭო ბუხოს არ უთხრათ ეს ამბავი. მაინც რა სიჭიროა, ყველამ რო იცოდეს. ბუხო ჩვენი ძმაა, მაგრამ აჯობებს ჩვენში მოკვდეს
ხო ეგრეა, დამეთანხმა დათუნა.
თან ხო იცი რა მასტია, შეიძლება უკან დაბრუნება გვთხოვოს ხო იცი რა გულჩვილია…
კარებზე ზარი დაირეკა
-ბუხოს სიცოცხლეეეეეეე
ბარო ბარო, რას შვებით ბაბულიკებოოოო?
-აი მაგიდაზე დაგიტოვეთ შენი წილი
- ეს სულ მეე ტო?
-ხო რასაც ეხა გაიკეთებ, გაიკეე და რასაც ვერა, შეინახე ბუხულ რავი ერთი-ორი დღე გეყოფა და მერეც რამე გამოჩნდება.
- რა არი სოდის საცავი ხო არ აიღეთ?! გაიხუმრასავით ბუხომ.
-დაახლოებით. უპასუხა დათუნამ
-სხვა რას შვები, როგორ ხარ? კითხა დათომ, როცა ცოტა აზრზე მოვიდა ბუხო.
-რავი, რას ვიზამ… ისეთი სახით თქვა ბუხომ რო ორივე მივხვდით, სასწაულ შარში იყო,
-თქვი რა ხდება აბა
-რადა ორმოცი მაქ დთეს მისატანი
-მერე მაგაზე წუწუნებ ბიჭო
-ათასი
-რა ათასი?
-ორმოცი ათასი
გამეცინა.
-ხო შენ იმის ჩიტი ხარ ეხა ბუხო, ორმოცი ათასი წააგო
-აი ნახეთ თუ არ გჯერათ და ჯიბიდა ორი შეკვრა ასდოლარიანები ამოირო
-ეს საიდან? კითხა დათუნამ.
-სახლი დავალომბარდე, მაგრამ არ მყოფნის. თავს მოვიკლავ მგონი, თან მაგრა ცუდად ვიყავი ეხა წამალმა ცოტა მიშველა… თქვა და თავი მკლავებში ჩარგო
-ეუფ! თქვა ღვინომ.
კაი. წავალთ ეხლა ბუხო ჩვენ, რაღაც ფული გვეგულება და ერთ საათში დაგირეკავთ, მაგრამ ჯერ არ ვიცი რამდენი იქნება.
გამოვედით. ბუხო ვაკისკენ წავიდა ჩვენ პეკინისკენ ავიღეთ გეზი.
რომელიღაც სადარბაზოში ზახოდი დავმალეთ და ლაშას გადავურეკეთ, ვიცოდით ცუდად იყო.
-რას ფიქრობ ბებერო? შევეკითხე მე.
ვერაფერს ჯე ჯერობით. ჯერ ათი მივცეთ და საღამოს თუ ვერ იშოვა დანარჩენიც დავუმატოთ. ვუთხრათ, მოგებული გვქონდაო.
ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო, მართალი ყოფილა...
ნუ, ერთი სიტყვით, გადავწყვიტეთ მთლიანად მიგვეცა. რამე სისულელე რომ არ ჩაედინა.
დაურეკეთ, მოვიდა ყველაფერი რომ აუხსენით საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, -საიდან? როგორ?! სულ ამას იმეორებდა, ას-ასჯერ მაინც გვაკოცა ორივეს
-მიდი- დაურეკე
ვის?
-ვის და მეთავნეს ბიჭო მოვიშოროთ ბარემ! რა დაბნეული ხარ ტო?
-გაუმარჯოს ბუხო ვარ სად ხარ? რესპუბლიკურში რა გინდა ხო მშვიდობააა?
რაა მართლა ტო, ვიზიარებ ძმაო… რისგან კაი კაი ამოვალ.
-აუ მამა დღუპვია საწყალს
-რითი ,ინფარკტით? კითხა დათუნამ
-არ ვიცი, არ უთქვამს, ძლივს ლაპარაკობდა
რესპუბლიკურის ასახვევიდან დაურეკა ბუხომ
-მოვედი, ჩამოდი
ჩამოვიდა შავგვრემანი, მაგრამ სახეზე სულ გათეთრებული ახალგაზრდა.
-გაუმარჯოს, ვიზიარებთ ძმაო ვიზიარებთ. ვუთხარი მე.
-მადლობა, ძმებო
-რამდენის იყო?
-44 ის
ეუ, რამ მოკლა ასეთი ახალგზრდა, გულმა?
რამ კი არა ვინ! დღეს დილით მოკლეს პავლოვზე, დაყაჩაღების დროს
-რააა? რატომ
-რაა? ვუთხარი მეც
გავცივდი.
სისხლი თავში ამივიდა და სახეზე მომაწვა. დათუნას განზრახ არ შევხედე.
-რას ლაპარაკობ, ბვრი წაიღეს? არა ფულის დედა ვატირე მაგრამ რისთვის გაწირეს კაცი ეგ მაინტერესებს, კითხა ბუხომ.
-რავი, სადღაც 25 უნდა ყოფილიყო
-დაიჭირეს?
-კი
-მერე?
-ჩემი ცოლის საყვარელი იყოო იძახის და მაგიტო მოვკალიო
აბა, ფული წაიღესო?
ხო, რა გითხრა, ეგრე იძახის, რო საყვარლები იყვნენ და მაგიტო მოვკალიო. ფულიც გამქრალია და რა გთხრა…
-კაი აჰა შენი ფული ძმაო და შენ იცი გამაგრდი აბა.
პანაშვიდებზე ამოვივლი, მიაძახა ბუხომ და წამოვედით.
ქუჩას მოუყვებოდით მე, ბუხო და ბებერი, მაგრამ მემგონი მაგ წუთას საერთოდ არ ვიყავი დედამიწაზე.
სადღაც. შორზე შორს დავფრინავდი დამძიმებულ ფიქრებში და ვერ გამეგო რა მოხდა ჩემს თავს. ან რატომ მოხდა, ან… საერთოდ არ მჯეროდა, რომ ესეთი დამთხვევა შეიძლებოდა მომხდარიყო.

ასე რომ, მკითხველო, საქმე ისაა. რომ მოხდა და ალბათ საჭიროც იყო და სამართლიანობაც მოითხოვდა.

გაზაფხულია....
ხალხის თვალებში ახლის მოლოდინი და იმედი იგრძნობა, რაღაც სასიამოვნო გრძნობითაა ყველა, ყველა ჩემი ჩათვლით
დაუვწიეყარი დღეა ვფიქრობ ჩემთვის და ბახტრიონის აღმარტს მიუყვები. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები