ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2008


შენთვის

ვიცი, რომ მოვა დღე შენამდე მოვაღწევ,
ფიქრებით დაღლილი, მნახველი ყოვლის.

ამ სულის სულ ბოლო გზის შემოდგომამდე,
მზერით გადავხატავ შენს ფერმკრთალ პროფილს.

მერე კი, რაშები ფლოქვების  თქარუნით,
თვალებს დამივსებენ ქვიშებით... წლებით.

რა თუკი, ახლა შენს ნაკვალევს გავურბი,
რა თუკი, ტერფებით სურვილებს ვტკეპნი.

ვიცი, რომ მოვა დღე და ქვეყნის კიდემდე,
ვიდრემდე ჩემივე დასასრულს შევქმნი,
მოვაღწევ შენამდე,
ფრთაშესხმულ იმედებს,
ბავშვობის ოცნებებს ავახდენ... შენთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები