ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2010


რას იტყოდა ილტოსპირელი?

ქუჩა ბნელი...
როგორც  თოფის  ლულა,
თქვენ  კი  ტყვია  განკუთვნილი  ჩემთვის,
დამიმიზნეთ!  არ  მაშინებს  სულაც,
ოღონდ  მკითხეთ  ვინ  ვარ 
სანამ  მესვრით...

მკითხეთ...  სანამ  განწირული  მზერით,
ვეფერები  ხეებს
ცისკენ  აწვდილს...
პოეტი  ვარ,  აი  დღესაც  ვკვდები,
ვეთხოვები  ამ  წვიმიან  აპრილს

ქუჩა  ბნელი,  როგორც  თოფის  ლულა,
თქვენ  კი  ტყვია , განკუთვნილი  ჩემთვის,
მაშ მესროლეთ!!!  არ მადარდებს  სულაც...
პოეტი ვარ  და  ყოველდღე  ვკვდები...


            8.05.(2010).  სერგეი  ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები