ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2010


ჩაცეცხლე პოეზია

მელანი ჟონავს ჩემი პირიდან.
არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება.
მე შევჭამე პოეზია.

ბიბლიოთეკარი თვალებს არ უჯერებს.
მისი თვალები მწუხარეა
და ხელები კაბაზე აქვს მიტმასნილი სიარულისას.

ყველა ლექსი შეჭმულია.
შუქმა იკლო.
ძაღლები ზემოთ ამოუყვნენ სარდაფის კიბეს.

თვალისკაკლები ბზრიალებენ.
თათებზე ცეცხლად უგიზგიზებთ ჟღალი ბალანი.
საბრალო ბიბლიოთეკარი აბაკუნებს ფეხებს და ტირის.

მას არ ესმის.
როცა ვეცემი მუხლებზე და ხელს ვულოკავ,
ის იწყებს კივილს.

მე ვარ ახალი ადამიანი.
ვუყეფ და ფეხქვეშ ვებლანდები.
ბედნიერი ვხოხავ ზურგზე წიგნების კუპრში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები