ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2010


ხასიათის მიღმა

მე ყველა ქუჩაზე, სადაც მომინდება
ვცხოვრობ და მიხარია არაფერი;
დღეს სადმე მომეწევა შებინდება
და დღესაც უთუოდ დავმარცხდები.
 
რა უბადრუკია გათენება,
შემეძლოს, მზის ამოსვლას დავაკლდები;
დრო, რომ ჩემ ჯინაზე არ ჩერდება
და შაშს ვერ აგორებს კამათელი.

რა ჭკუასუსტია თიხის მოდგმა,
ნებით თვალებს სულ არ გავახელდი,
ერთი გახვრეტილი ხურდა მქონდა,
იმასაც სიქა გავაძერი.

შეუხორცებელი დამაქვს დარდი,
მასაც ნაკერები ავახსენი,
ყველა კანონი და ჩარჩო მოვიშორე,
თავს გამოვუტანე განაჩენი...

რა უფერულია ცისარტყელა,
ვიღაცას წაუშლია ყველა ფერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს