ავტორი: ჭორფლიანი გოგოო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 18 მაისი, 2010
ვიაროთ???
_გაჩერებამდე მაცილებს ანა _კარგი,მეც მოვდივარ.ანა,შენ კი აბრუნდი სახლში,თუ გინდა _ხვალამდე
_ჯერ დავჯდეთ ცოტა?? _არა,ფეხით მირჩევნია სიარული _უკანასკნელი რომანტიკოსივით იქცევი-ჩაღიმება _გინდა სიგარეტი? _მინდა ჩანთაში ხელების ფათური და ცხვირის შეჭმუხვნა: _ანას გაჰყვა ალბათ _არაუშავს,მაინც არ ვეწეოდი.
მერე ისევ კაბის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი სიარული და თან ლაპარაკი-ც.მსგავსებები,უფრო მეტი მაინც განსხვავება.ჩვენ ორივეს საკუთარი ანგელოზი გვყავს იქ,ცაში,ყველასგან განსხვავებით.ღიმილი,გულიდან ამოსული და ალბათ უმისამართო. და დროული გაფრთხილება: _ასე ნუ მიყურებ,როცა ყველაზე მეტად ვარ გახსნილი,მაშინ უფრო მიადვილდება კარის ერთბაშად მოჯახუნება კვლავაც ღიმილი არა,დღეს ტყუილად არ მტკიოდა ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი. საბოლოოდ ნათქვამი,"უკან ნუ მოიხედავ,არ გიღირს,ვხედავ." არ მომიხედავს მზერას ქალები ზურგიდანაც ვგრძნობთ,იცოდი?
არ ვიცი,მართლა ასეთი ლამაზი თვალები გქონდა თუ მე ვიყავი ძალიან ცუდად...