ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
18 მაისი, 2010


მარგარიტას ალბომი (რომანის გაგრძელება)

ჩანაწრი სიუჟეტისათვის: (ქორწილის ჩაშლის მიზეზები)2009 წელი, 24 აგვისტო.

1. წერილს რომ გაგზავნის, იმ დღესვე იღებს დეპეშას, რომ ბაბუა სიკვდილის პირასაა და აუცილებელია მისი  სასწრაფოდ ჩასვლა, რომ მოაგვაროს მემკვიდრეობის საკითხი ბანკთან, თორემ ვალებში გაიყიდება ყველაფერი.
2. იგებს, რომ მარსელიდან გემი ფოთისაკენ გადის მეორე დღეს, საღამოს და შემდეგი გემი იქნება მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ.
3. იძულებულია, იმავე დღეს დატოვოს პარიზი მარგარიტას უნახავად და მას კი მისწეროს წერილი ახსნით.
4. მარგარიტა ამ დროს მამულშია პარიზის მახლობლად, სადაც მამამ დაიბარა გათხოვების გამო, რომ მოაგვარონ მემკვიდრეობის საქმეები.
5. გზაში საფოსტო კარეტა გაიძარცვა და წერილი მხოლოდ მაშინ ჩავიდა, როცა მარგარიტა უკვე პარიზში გამოემგზავრა.
6. მამამისს კი, რადგანაც არ მოსწონდა, თუმც კეთილშობილი, მაგრამ უცხოელი ჯიბეგახვრეტილი სასიძო, იგი მორიგ სასიყვარულო წერილად მიიჩნია, არც თარიღისათის მიუქცევია ყურადრება და არც არაფრისათვის და თავისი გარდაცვლილი მეუღლის კომოდის უჯრაში ჩააგდო და მიივიწყა, მითუმეტეს, რომ მისი ქალიშვილი უკვე გამგზავრებული იყო თავის საქმროსთან და სათქმელს ისეც ეტყოდა. ხოლო როცა გაიგო, სასიძოს გაპარვისა და ქორწილის ჩაშლის სამარცხვინო ამბავი, ისეთი აღშფოთებული და შეურაცხყოფილი იყო, ერთის მხრივ და  ფარულად ისეთი გახარებული, მეორეს მხრივ, რომ ვისღა გაახსენდა ეს საბედისწერო წერილი.

 
    ეჰ, და ასეთი უცნაურობები მჭირდა სულ მუდამ. ერთხელ დავიკარგე. დიახ, პატარა ფისუნიას გამო დავიკარგე.  კატები საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ ეს ფისო აივნიდან შევნიშნე, მაშინ ასე ექვსი წლისა ვიქნებოდი. ცდილობდა ქუჩაზე გადასვლას  და არ შეეძლო, თუ ვერ ბედავდა. ქუჩაზე ბევრი მანქანა არ მოძრაობდა, ერთი ძველი ქვაფენილი იყო, მოსახვევში მეწვრილანის მაღაზიით და დიდი გუბეებით წვიმისას, სადაც მზეც და დიდფანჯრიანი სახლებიც უკუღმა ჩანდნენ ხოლმე და კიდევ საშაქრლამოთი და ორი მათხოვრით მის კართან......  ჩვენს მეზობლად ველოსიპედიანი ბიჭი ცხოვრობდა. მე მისი მეშინოდა, რადგან  ძალიან სწრაფად ეშვებოდა  დაღმრთზე....უფრო სწორად მის გამო მეშინოდა, რადგან სულ მეგონა, რომ როცა იქნებოდა რომელიმე აქ შემოხვეულ ტაქსის შეასკდებოდა....
ჰო, რას ვამბობდი?.... ფისოო არა? ...და მართლა არ დავიკარგე....ფისოს გადასარჩენად ჩამოვედი. მახსოვს, როცა ჩამოვრბოდი, როგორ კაკუნობდნენ ჩემი სანდლები ხის კიბეებზე  და დედაჩემის საზაფხულო  მაღალქუსლა წითელი ფეხსაცმლის ხმას მაგონებდნენ..... სულ მათზე ვოცნებობდი.... ფისოსთან რომ მივედი, გაიქცა, მეც გავყევი და....და მერე აღარ მახსოვს მის დევნაში, როგორ აღმოვჩნდი  რომელიღაცა ფართო ქუჩაზე...... ამ დროს კი საშინლად გაწვიმდა.....
                                                                                                                                                                                              1970 წელი. ზაფხული.

ეს ანა ბებოს დღიურიდანაა... ეს მარგარიტაზე კი არა, ანა ბებოზეა...... აი , ვიპოვე, მარგარიტასაც ჩაუწერია ეს ამბავი.

    ძალიან შემაშინა გუშინ ჩვენმა გოგონამ.  ჩვენი პატარა ანა უეცრად სადღაც გაქრა.....ჯორჯიენ, მეგონა შევიშლებოდი..... თან ისეთი საშინელი წვიმა წამოვიდა......  მეზობლის ველოსიპედიანმა ბიჭმა იპოვა, ფისოსთან ერთად შეფარებოდა ბოსტნეულის გამყიდველის ფარდულს.....
ეს ფისოები ადრე სულ არ უყვარდა და ..... რომ ვკითხე, სად გარბოდი- თქო, მე კი არა, საწყალი ფისო გარბოდა, არ იცოდა, მანქანა რომ საშიშია და გავეკიდე გადასარჩენადო......ისე გამიხარდა, რომ ვიპოვეთ, და თან ამას რომ ამბობდა, ისეთი გულიბრყვილო, ზუსტად შენეული თვალებით შემომაცქერდა, რომ ვეღარ შევძელი გაბრაზება......თანაც საშინლად გალუმპულიყო და ფისოს კი ხელიდან არ უშვებდა...ასე დარჩა ჩვენთან ფისო - ბუტია, რადგან მართლა სულ რაღაცაზე გაბუტულს ჰგავდა.....
                                                                                                                                                                                    1916 წელი. 2 ივნისი.
                                                                                                                                                                    მარგარიტას ფრანგული დღიურებიდან.
                                                                                    (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები