ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2010


დროში ვფეთქავ

მე წამებით
წუთებს ვამტვრევ
და წუთებით
საათს ვლეწავ...
მე საათით
დღეებს ვანგრევ
და დღეებით
თვეში ვწვეთავ...
მე თვეებით
წლებს დავამსხვრევ,
საუკუნეს
წლებით ვკემსავ.
მე წამებით
დროში ვფეთქავ
და ეპოქას
კალმით ვლექსავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები