ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2010


გღალატობ...

გღალატობ
ხანდახან,
მერე თავს,
მეთვითონ, უშენოდ ვპატიობ,
ჩვენს შორის იმხელა ღმერთია,
შენ, ცოდვილს რისთვისღა მოგმართო.
დღეს ისევ ეული ქარია,
თანდათან მბეზრდება ზუზუნი,
“ჩავუწევ” სამყაროს ხმაურს და
სიჩუმით ბოლომდე დავტკბები.
ქალი ვარ,
რავუყოთ სისუსტემ,
თუკი ამ სხეულში იფეთქა,
თითები-ღამესთან,
თვალები-
გღალატობს, მალულად სიზმრებთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები