ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 მაისი, 2010


ჩემს სოფელს გაგიყოფ, ძამულია (ბერეთელს)

განა გასაყოფი რაა?
ჭალას წიქვილი და ორი ყანა,
ნავენახარი და ნასახლარი,
სოფლის თავს და ბოლოს ორი ჭორიკანა.

წამო, მზეს დავუხვდეთ სათრიბოლოს,
მერე, ბაბუს ყანა ვამარგლიოთ,
პეპლებს ავედევნოთ სათივეში,
საქმე მოვიტოვოთ სახვალიოდ.

დილას, მამლის ხმაზე გავიღვიძოთ,
ღელეში დავიბანოთ ხელები და
მერე, მზის სიკვდილსაც დაგანახებ,
თხილნარის გადაღმა სერებიდან.

თონისთვის ხმელი შეშა მოვაგროვოთ,
ჭადისთვის გავტეხოთ ჭყინტი ყველი,
შეზარხოშებული ჭურისთავთან,
ჩემს სოფელს, შენს ლექსებს მოუყვები.

მერე თუ დაუშვებს მთიდან თქეში,
მარანს შევეფაროთ სანამ გადიკარებს,
ბებოს გახურებულ ცეცხლთან გავთბეთ,
ჯეკა გავაბრაზოთ შენ, რომ არ გიკარებს...

ჩემი სოფელია იმერეთში,
ქე შემომიარე როგორმე,
ხარაგაული, წყალს გაღმა დეისი,
სოფლის მეორე ორღობე.

------

ქალაქში ქაოსური ხმაურია,
სოფელს სხვა სუნი აქვს, ძამულია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები