ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პროზა
2 ნოემბერი, 2010


წერილი

დღეს პირველი მაისია... დღეს ჩვენ ნიშნობა უნდა გვქონოდა... ეხლა ჩემს ოთახში ვზივარ და შენს ლექსებს ვკითხულობ. ვტირივარ, ასეთი სულის ადამიანი ხარ და რას აკეთებ?
რა ვქნა ბევრი ვიბრძოლე ჩვენი ბედნიერებისთვის მაგრამ სამწუხარო არაფერი გამომივიდა მე შენში ის მიშო მიყვარს, რომელიც არის შენი ნამდვილი სახე და რომელსაც საშინელებებით ფარავ ანუ პეშკათი. მაპატიე მე ამას ვერ შევეგუებოდი, გული უსაშველოდ მწყდება, რომ შენ ვერ შეელიე ქუჩის ცხოვრებას, ალბათ არ გიყვარდი ისე ძალიან რომ ცხოვრების სტილი შეგეცვალა.
მე ყოველთვის სიმარტლეს გეუმნებოდი მაგრამ გწყინდა, ბევრ რამეზე თვალს ვხუჭავდი ჩევნს სიყვარულს უFრთხილდებოდი ნმაგრამ სენ მაგის დანახვა არ გინდოდა, ნათქვამია სიყვარულს დიდი ძალა აქვსო დაეს მეც ძალიან კარგად ვიცი. შენ მეუბნები ხოლმე გვერდში არ მიდგეხარო და შენ??? თუ მართლა გიყვარდი მე ასე ვფიქრობ ეს სიყვარული სწორ გზაზე დაგაყენებდა შენ კიდევ პირიქით მოიქეცი
იცი როგორ მიჭირდა, როცა შენ მეუბნებოდი 1 საათში მოვალო და მთელი ღამე არ რეკავდი (შენ ფიქრობ ახლა ხო ""ბაზარი არააო"")ეგ არ შველის საქმეს ძველბიჭობა უნდა დაივიწყო თუ მართლა გინდა ბედნიერება, მე ვიცი რომ შენ ოდესმე ისეთი იქნები როგორიც ხარ და მართლა გულით მინდა ბედნიერი იყო. შექმნა ჭეშმარიტი ოჯახი და იმის დაფასება ისწავლო რაც გაქვს.
შენებიც ძალიან შემიყვარდნენ, საერტოდ ასე მგონია ცხოვრების ერთი დიდი ნაწილი შენთან ერთად გავატარე, არ მინდოდა რომ ჩვენი ურთიერთობა ასე უცბად შეწყვეტილიყო და სხვადასხვა გზით წავსულკიყავით მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო, ხომ იცი ტყუილად არაფერი ხდება ყველაფერი ღმერტის ნებაააისიც რომ ჩვენ 12 აგვისტოს ერთმანეთი გავიცანით და ისიც რომ 30 აპრილს დავშორდით მე მიგატოვე ასეთ ცუდ სიტუაციაში და ასეთ ცუდ დროს.
ალბათ სუსტი აღმოვჩნდი ტყუილი ვერ გაპატიე...
მე ჩემს შვილს ბორკილებ დადებულ მამას ვერ ვაყურებინებდი და ვერც იარაღების ტრიალს
შენ არ გინდა რომ იმ სამყაროზე თქვა უარი რომელის გღუპავს მე რაღა ვქნა მეც დავიღუპო?
სიტყვები აღარ მყოფნის ყელში ბურთი მეჭედება და ტირილს ძლივს ვიკავებ.
იქნებ ჩემმა წასვლამ შენი ჩხოვრებიდან მაინც დაგაყენოს სწორ გზაზე. მე შენზე სულ ვილოცებ. და დარწმუნებული ვარ შენში ეთ ხელაც გაიღვიძებს ის მიშო, რომელიც მე მიყვარდა რომელიც ძალიან საყვარელია, სულიერია და როგორც დედაშენს გაეხარდებოდა ისეთია
არ გეგონოს რომ მე უგულო და სასტიკი ვარ. უშენობა ძალიან მიჭირს მაგრამ ვიცი რონ მერე უარესი იქნება იმიტომ რომ მე რბილი ხასიათი მაქვს
თუ მე მაბრალებ ჩვენს დაშორებას შენტვის ძალიან ცუდია მინდა შენს გულში ჩაიხედო მინდა შენ თვითონ მიხვდე რომ შენი ბრალია ყველაფერი
ღმერტმა ყველაფერი მოგცა ბედნიერებისთვის არ დააფასე და წაგართვა ეხლა მაინც გაგიჩნდეს ჭეშმარიტი სინანული და ციდვას კი ნუ დაამატებ წადი ეკლესიაში სანთელი დაანთე და მოინანიე ყველაფერის ილოცე და ღმერთი შეეგეწევა ცხოვრება აგეწყობა და ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა. შენ ღმერტს ძალიან უყვარხარ არ გწირავს, ეს განსაცდელები იმიტომ მოგივლინა რომ ის სულ შენთანაა და უნდა თვალი აგიხილოს ბევრი გაპატია ძალიან ბევრი შეცვალე შენი ცხოვრება სანამ დროა.
მე ეს შევძელი, ცხოვრებაში ბევრი გადავიტანე და ღმერთმა გამაძლიერა, ესეც ჩემი განსაცდელი იყო.
მიიშ! მე სულ ვილოვებ შენზე
1 მაისი 2008 წელი
სოფო

გადავიკითხე სოფოს წერილი რეიბანები გავიკეთე და ქუჩაში გავედი '' ისევ''


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები