ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2010


მე უკვდავების მხატვარი ვარ

ასე ამბობენ, უსახლკაროდ თუ არის სული,
არც ცუდს ისწრაფვის, მაგრამ კეთილს იგი არა ჰგავს,
იგი ვერ იგებს, ცხოვრების გზას ამ ქვეყნიერის,
იცის და ხვდება, ბოროტია ქვეყნის იერი,
დაატრიალებს თეთრი ღამე ფიქრთა მორევებს,
გასული წლები გაირბენენ, გვანან ნოველებს.
დრო ჩაიღვრება უსასრულობის უძირო ჭაში,
არ დააყოვნებს, შემეპარება სიბერე ხმაში.
ეს სიჩუმეა, დღეს რაც ჩემ გულში კვლავ მუზებს ღვენთავს,
ეს გული გულობს, არ ჩერდება და ისევ ფეთქავს,
არ მემონება გრძნობის ტალღა ყველაფერს ხეთქავს,
გრძნობა მუზებში ავამღვრიე და სიტყვებს ვლექსავ,
ცაზე ვარსკვალავებს დაუხატავთ კითხვის ნიშანი,
საიდუმლოა ან გამოცანა ჩემი მიზანი.
ვხატავ მომავალს, მაგრამ არ ვარ მე გულთმისანი,
მე სიყვარულის მხატვარი ვარ და ჩავიტეხე გულში ისარი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები