ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2008


სული & მარტოხეობა

         
სული

სული სულს ეძებს!...
სული სულ ეძებს,
ხან იბჟუტება, ხან განათდება...
ხატებს გახედე, – რამდენი სული
ანთია ირგვლივ თაფლის სანთლებად!!!

სული სულს ეძებს სიზმარშიც, ცხადშიც...
საუკუნეებს წვდება ფიქრებით:
„შეგხვდები?...“
„გნახავ?...“
„მიცნობ?...“
„შემიგრძნობ?...“
„სხვასთან წახვალ თუ ჩემთან იქნები?...“

სული სულ ეძებს,
ერთ სულს დაეძებს
და თუ პოულობს, მაშინ ბრწყინდება!
სულს თუ გვერდით ჰყავს ძებნილი სული,
მასთან არასდროს არ მოსწყინდება!...

სული სულ ეძებს!...
სული სულს ეძებს!!!...
       
                            07.01.03


მარტოხეობა
# – ს

როდესაც გიყურებ ანთებულ თვალებში,
ვგრძნობ, როგორ ყუჩდება წარსული ტკივილი...
მოღელავს, მოარღვევს ჩაკირულ ჯებირებს
სულის სიმღერა!!!
                        თუ სულის კივილი?!.....

ყოველდღე ვერ გხედავ, ხანდახან შემხვდები...
ჩამივლი, მიტოვებ შეხვედრის მოლოდინს!...
სიზმრად გეფერები!!!!...
                      ცხადში? – ვერც გეხები...
სათქმელიც უთქმელი დამრჩება ბოლომდის!...

ჩვენ ჩვენი გვედგმება ცხოვრების უღელი,
ცალ–ცალკე მოგვიწევს იმ ხნულის გატანაც...
. . .
გაუსაძლისია შენს ახლოს ყოფნა და
ამ  „მარტოხეობის“ უშენოდ ატანა!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები