ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2010


დასათაურებამდე

                                                                    "ყველგან შენ რატომ ხარ?!.."
                                                                                                          შენ

მეუბნები, რომ ყველგან მე ვარ
და მიზეზს ეძებ,
რისი ბრალია, რომ ყველაფრის
მიუხედავად,
შენ შეგიძლია ყველაფერი
გადადო გვერდზე,
ოღონდაც გყავდე, ოღონდ მსურდე,
ოღონდ მხედავდე.

წვება მაისი, ვარდის ნამით
დაცვარულ ტანით,
ქარებისაგან კანდახეთქილ
მიწას ამთელებს,
ფეხარეული და ვარსკვლავებ-
ნასვამი ღამე
დახუჭობანას ათამაშებს
ციცინათელებს.

მე, ჩვეულებრივ, სტრიქონებად
ვაგროვებ განცდებს,
მოყოლებული სულ უბრალო
გატაცებიდან,
და, რა თქმა უნდა, შემიძლია
ერთგული დავრჩე,
თუ პირვანდელი შეგრძნებები
გადარჩებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები