აქეთ, ძმაო, ისეთი არაფერი არ არი, ჯერ გორაა დიდი და მერე გრძელი ველია. "მოდინახეს" ციხესთან დგას მეფუტკრის კარავი, თავს ვახსენებ, უბრალოდ, გიო ზედვაკელი ვარ! კატისცხვირის ქიმიდან, ვხედავ, მრავალწახნაგი გდია- ჩემი სოფელი...(გაგანია აგვისტო). ავტობუსით წავიდა სიყრმის ცხრა ამხანაგი დილა უთენია და ლამისაა გამისკდეს გული...გადახუნდება აწი, ალბათ, გვიმრალი, ქვაბისძირი, ქვაყუნტა, ლიპი, ლენჭყო, ღრუბლისი. ადგილები კი არი,იწვე პირმოღიმარი, ცასთან ასე ახლოს და უფრო ახლოს უფლის წინ. ალბათ, მტკვარი გუბეა ახლა მანდ და ჩამოცხა, აქ მზეს კვეთავს ჰაერი, გაგიჟდები -სიოა. თოკზე არგაფენილი გაშრა სველი სარეცხი, აივნიდან ირეკლავს სარკე- კავკასიონი სხივებს.შენი თვალებიც იმნაირად ანათებს, შენი მოსვლაც, თუ გინდა ბანალური დაარქვი: მზის ამოსვლას მაგონებს(ჰოდა ნუ ვიკამათებთ) ახლა შენზე ვფიქრობ და არ ვაკეთებ არაფერს. ქვაზე ვწევარ გულაღმა,სწორი ქვაა ფიქალი, გვიან წვიმა მოვა და მინდორს ცრემლებს დაუშენს. სევდას,გულზე მოწოლილს,სიგარეტით ვიქარვებ, მთაში ესეც არ იყოს,რას ვიზამდი? დავუშვათ: მაყვლის წვენით შევძლებდი გაქარვებას გულისას, არ მჯეროდა არასდროს უეცარი წვიმების. ცრემლიც არ მადგებოდა დიდი სიხარულისას, არ მჩვეოდა შეშლილი კაცის მისტერიები. შენ უბრალო გლეხი ხარ,ასე ეგდე ჩეროში, არ მოგიტანს არავინ ყავას: "- მისტერ ინებეთ!" შეგიძლია იმეფო სივრცის სამფლობელოში, სადაც მარტო შენ ხარ და არსად უცხო პირები.
კლდე და ღრე დადის გიო ზედვაკელი...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. აქ წმინდა ,,დაიჭირე წამია''....... და მშვენივრად ,,დავიჭირე''....კარგია....:) აქ წმინდა ,,დაიჭირე წამია``....... და მშვენივრად ,,დავიჭირე``....კარგია....:)
21. ჭას ვეთანხმები .. თან ყველგან გიოა ზედვაკელი .. ჭას ვეთანხმები .. თან ყველგან გიოა ზედვაკელი ..
20. ყველა ლექსი კარგი აქვს ამ ავტორს...გამორჩეულად კარგი...55555 ყველა ლექსი კარგი აქვს ამ ავტორს...გამორჩეულად კარგი...55555
19. კარგია როცა სოფელზე ვინმე ასეთი სიყვარულით წერს კარგია როცა სოფელზე ვინმე ასეთი სიყვარულით წერს
18. ადგილები კი არი,იწვე პირმოღიმარი, ცასთან ასე ახლოს და უფრო ახლოს უფლის წინ,. ალბათ, მტკვარი გუბეა ახლა მანდ და ჩამოცხა, აქ მზეს კვეთავს ჰაერი, გაგიჟდები -სიოა. თოკზე არგაფენილი გაშრა სველი სარეცხი, აივნიდან ირეკლავს სარკე- კავკასიონი სხივებს.შენი თვალებიც იმნაირად ანათებს, შენი მოსვლაც, თუ გინდა ბანალური დაარქვი: მზის ამოსვლას მაგონებს(ჰოდა ნუ ვიკამათებთ) ახლა შენზე ვფიქრობ და არ ვაკეთებ არაფერს. ქვაზე ვწევარ გულაღმა,სწორი ქვაა ფიქალი, გვიან წვიმა მოვა და მინდორს ცრემლებს დაუშენს. ძალიან კარგია ,უნიჭიერესი ხარ:) ადგილები კი არი,იწვე პირმოღიმარი, ცასთან ასე ახლოს და უფრო ახლოს უფლის წინ,. ალბათ, მტკვარი გუბეა ახლა მანდ და ჩამოცხა, აქ მზეს კვეთავს ჰაერი, გაგიჟდები -სიოა. თოკზე არგაფენილი გაშრა სველი სარეცხი, აივნიდან ირეკლავს სარკე- კავკასიონი სხივებს.შენი თვალებიც იმნაირად ანათებს, შენი მოსვლაც, თუ გინდა ბანალური დაარქვი: მზის ამოსვლას მაგონებს(ჰოდა ნუ ვიკამათებთ) ახლა შენზე ვფიქრობ და არ ვაკეთებ არაფერს. ქვაზე ვწევარ გულაღმა,სწორი ქვაა ფიქალი, გვიან წვიმა მოვა და მინდორს ცრემლებს დაუშენს. ძალიან კარგია ,უნიჭიერესი ხარ:)
17. შენ უბრალო გლეხი ხარ,ასე ეგდე ჩეროში, არ მოგიტანს არავინ ყავას: "- მისტერ ინებეთ!" შეგიძლია იმეფო სივრცის სამფლობელოში, სადაც მარტო შენ ხარ და არსად უცხო პირები.
რაც ყველაზე მეტად მომწონს, შენს პიროვნებაში და პოეზიაში... შენ უბრალო გლეხი ხარ,ასე ეგდე ჩეროში, არ მოგიტანს არავინ ყავას: "- მისტერ ინებეთ!" შეგიძლია იმეფო სივრცის სამფლობელოში, სადაც მარტო შენ ხარ და არსად უცხო პირები.
რაც ყველაზე მეტად მომწონს, შენს პიროვნებაში და პოეზიაში...
16. სადაც მარტო შენ ხარ და არსად უცხო პირები.
როგორ მაწუხებენ ეხლა იცი ეს უცხო პირები? სულს მიხუთავენ.
ლექსი კიდე, ისეთია, რომ გითხარი წინა კომენტარშიც, მეცმინდა დასავლეთისკენ გამგზავრება. დროებით, თბილისი უნდა დავტოვო, თორემ წერა ამიტანს, რიოგორც იტყვიან. სადაც მარტო შენ ხარ და არსად უცხო პირები.
როგორ მაწუხებენ ეხლა იცი ეს უცხო პირები? სულს მიხუთავენ.
ლექსი კიდე, ისეთია, რომ გითხარი წინა კომენტარშიც, მეცმინდა დასავლეთისკენ გამგზავრება. დროებით, თბილისი უნდა დავტოვო, თორემ წერა ამიტანს, რიოგორც იტყვიან.
15. ..
შენ ყველაზე ნარცისი ხარ ჩვენს შორის და ყველაზე კარგი გაგებით.. ძნელია კაცს საკუთარი თავი გიყვარდეს.. შენ გიო ზედვაკელი ხარ და გამოგდის.. ..
შენ ყველაზე ნარცისი ხარ ჩვენს შორის და ყველაზე კარგი გაგებით.. ძნელია კაცს საკუთარი თავი გიყვარდეს.. შენ გიო ზედვაკელი ხარ და გამოგდის..
14. არაჩვეულებრივია!!! გაიხარე შენა!!! არაჩვეულებრივია!!! გაიხარე შენა!!!
13. ძალიან კარგია ეს, ძალიან, და ისიც, გუშინ რომ დამიტოვე შენი ხელით დაწერილი. ძალიან კარგია ეს, ძალიან, და ისიც, გუშინ რომ დამიტოვე შენი ხელით დაწერილი.
11. აქეთ, ძმაო, ისეთი არაფერი არ არი, ჯერ გორაა დიდი და მერე გრძელი ველია. "მოდინახეს" ციხესთან დგას მეფუტკრის კარავი, თავს ვახსენებ, უბრალოდ, გიო ზედვაკელი ვარ!
აუ რა კაია, კიდე ერთი გულიანი იმერელი... გაიხარე ძმაო... ძალაინ მაგარი ლექსიააააა ასეთ ლექსებზე ჩემი სოფელი მახსენდება(სავანე) ძალაინ მგარაი ხარ!!!! :) აქეთ, ძმაო, ისეთი არაფერი არ არი, ჯერ გორაა დიდი და მერე გრძელი ველია. "მოდინახეს" ციხესთან დგას მეფუტკრის კარავი, თავს ვახსენებ, უბრალოდ, გიო ზედვაკელი ვარ!
აუ რა კაია, კიდე ერთი გულიანი იმერელი... გაიხარე ძმაო... ძალაინ მაგარი ლექსიააააა ასეთ ლექსებზე ჩემი სოფელი მახსენდება(სავანე) ძალაინ მგარაი ხარ!!!! :)
10. ძალიან გადატვირთულია,ადგილ-ადგილ მომწონს ძალიან გადატვირთულია,ადგილ-ადგილ მომწონს
9. წინ წასულხარ... :) წინ წასულხარ... :)
7. მომეწონა მაგრად ! მომეწონა მაგრად !
6. ქვაბისძირი, ქვაყუნტა, ლიპი, ლენჭყო, ღრუბლისი. ადგილები კი არი,იწვე პირმოღიმარი, ცასთან ასე ახლოს და უფრო ახლოს უფლის წინ. ალბათ, მტკვარი გუბეა ახლა მანდ და ჩამოცხა, აქ მზეს კვეთავს ჰაერი, გაგიჟდები -სიოა. თოკზე არგაფენილი გაშრა სველი სარეცხი, აივნიდან ირეკლავს სარკე- კავკასიონი
უფ :) ისე წერ :) მეც მომინდა კლდე-ღრე ბოდიალი :)
ქვაბისძირი, ქვაყუნტა, ლიპი, ლენჭყო, ღრუბლისი. ადგილები კი არი,იწვე პირმოღიმარი, ცასთან ასე ახლოს და უფრო ახლოს უფლის წინ. ალბათ, მტკვარი გუბეა ახლა მანდ და ჩამოცხა, აქ მზეს კვეთავს ჰაერი, გაგიჟდები -სიოა. თოკზე არგაფენილი გაშრა სველი სარეცხი, აივნიდან ირეკლავს სარკე- კავკასიონი
უფ :) ისე წერ :) მეც მომინდა კლდე-ღრე ბოდიალი :)
5. შეგიძლია იმეფო სივრცის სამფლობელოში, სადაც მარტო შენ ხარ და არსად უცხო პირები.
მაგარია ++ შეგიძლია იმეფო სივრცის სამფლობელოში, სადაც მარტო შენ ხარ და არსად უცხო პირები.
მაგარია ++
4. დახუნძლული ლექსია, გემრიელი:)
დახუნძლული ლექსია, გემრიელი:)
3. dzalian magaria!!!+2 dzalian magaria!!!+2
2. მაგრად მომეწონა რაღაცნაირად :-p +2 მაყვლის წვენი :x შეგიძლია იმეფო სივრცის სამფლობელოში!! სანატრელია
მაგრად მომეწონა რაღაცნაირად :-p +2 მაყვლის წვენი :x შეგიძლია იმეფო სივრცის სამფლობელოში!! სანატრელია
1. მიყვარს ასეთი გულიანი ლექსები. მიყვარს ასეთი გულიანი ლექსები.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|