ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2010


ამ ბნელი ქუჩის, რა ტყუილი იმედი მქონდა

ქუჩაა ფართო,.ბნელა.სკამზე სულ მარტო ვზივარ.
ვესწრები ქაოსს  - ღამის ხმაურს, ქალაქის გნიასს.
მანქანებს ფიქრი  ანთებული თვალებით მიაქვთ,
მოსახვევი და...-აქედან არ  ჩანს -ღამეში ყრიან.
კიდია მთვარე, მოკაკული ლოცვისგან წელში,
მე შენზე ვფიქრობ, ღმერთს კი თურმე, მთვარის არ ესმის,
შუქზე ჩანს...-  ქუჩა  მერამდენედ ეხვევა მტვერში...
მე შენზე ვფიქრობ, თან მობილურს ვაწვალებ ხელში.
შენი  მშვიდი ხმა...- და ქაოსიც წყნარდება თითქოს,
მტვრიანი ქუჩა ზედგადავლილ მანქანებს ითმენს,
სწორდება მთვარეც, ლოცვას სწყვეტს და დუმდება სივრცე
და სანამ შენ აქ გამოივლი, მოიცდის იმდენს...
მე მეცინება,  მაგ შენს ხმაზე, ღამეც  კი  თრთოდა,
ამ ბნელი ქუჩის, რა ტყუილი იმედი მქონდა.
ბედი არ გინდა?...საიდუმლოს ვინახავ ვერსად,
ვინც შევიყვარე,  -უყვარდება  ყველაფერს  ერთად!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები