ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2010


საზაფხულო ხასიათზე

პარალელი გავავლე ცამდე ჰორიზონტიდან,
ტუჩებს ტალღის კოცნისგან მლაშე გემო ედება,
ქვიშას როგორ უხდება ქალის ორი ზორტი და
თმების მზისგან ჩრდილებად ზღვაზე შემოფეთება.

აღელდება აბა რა, ამდენ ქალის მნახველი,
მოუმატებს ღელვას და უფრო მეტად ღელდება,
გულისცემის სიჩქარით სიტყვის ნაცვლად ახველებს,
ვიღაც ბიჭის -  გაცნობის ბანალური ქმედება.

ზღვასთან ახლოს მისული სირცხვილისგან გაწითლდა
მზე და მაინც ჰორიზონტს სხივით შეეპოტინა,
მერე? მერე რა ვიცი, ერთმა ამდენ კაციდან,
პარალელი გაავლოს ცამდე ჰორიზონტიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები