ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2010


დილის სუსხისგან ვიბუზები

გადამიხურდა ძილში აზრები,
და შეერია სიზმრებს მუზები
სხეული შეკრთა, გრძნობა ოფლშია
დილის სუსხისგან ვიბუზები
როგორც მელანით, ამ თეთრ ფურცლებზე
ჩემი აზრები ამ წამს ირევა,
ეს განთიადიც, ასე მელნისფრად
აქ ჩემს ფანჯრეფთან გადმოიღვრება,
ათი წუთიც და დამათენდება
გამოჩნდებიან ცაზე მერცხლები,
ჩემი სიზმარი ოქროს ფერია
მე ჩემი მუზით შევევერცხლები,
ეჰ მერამდენედ დამთენებია
და გაპარულან სადღაც მუზები,
ეჰ მერამდენედ ვზივარ სარკმელთან
და დილის სუსხისგან ვიბუზები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები