ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2010


ვიდრე...

სამყარო ჩემით აღმოჩენილი
დაცარიელდა და გატიალდა
და დედამიწა საყრდენნაძებნი
უძალაყინოდ ამოტრიალდა
ვერმიგნებული არსი სიცოცხლის
ვით ყულფი ფიქრებს ისე მოეჭდო
ავსიტყვა ქარი - ქვეყნის მოენე
დასისინებს და მიეთ-მოეთობს...
მე კი ვიცინი,
თუმც სიცილს მიღმა
ჩაედინება დარდის მორევი...
ვიდრე დედა მყავს...
ვიდრე შენა ხარ...
არც არვინ არის ჩემი მომრევი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები