ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2010


არ მიმთავრდები (კვლავ ვფიქრობ შენზე)

არ მიმთავრდები, ღამის ფერებით...
ხელზე ფერებით, ბნელის თენებით...
ჭიქით, ჩაცლილით... ნაზი ბგერებით...
უკვე ჩამწვარი ფერფლით, ღერებით.
არ მიმთავრდები... სუნთქავ და Fეთქავ...
ვბედავ... მიყვარდე, ჩემს გვერდით გხედავ...
ეს ცაც მახსენებს ჩუმ ღიმილს შენსას...
ეს ზღვა მიტყუებს, მაპარებს სევდას...
არ მიმთავრდები... კვლავაც ვღვრი ცრემლებს..
ვერ ვძლებ... მიდიხარ, მოგყვები, გეძებ...
ერთ დღეს გაიგებ, ერთ გოგოს შენზე
ამოუტვიფრავს "მიყვარხარ" ვერხვზე.
არ მიმთავრდები, კვლავ აწვიმს ქუჩას...
მე რომ შენ გნახე, ორი წლის უკან..
ჩუმად სველ თვალებს კოცნიდი, ჩუმად...
შენ ხომ გიყვარდი ორი წლის უკან...
არ მიმთავრდები, შენზე კვლავ ვფიქრობ...
კვლავ მენატრება წვიმა და ის დრო...
ჩემტან ხრ ისევ, ერთად ვართ თითქოს...
არ მიმთავრდები, ოცნებავ დიდო!..
არ მიმთავრდები, ისევ მიყვარხარ!
ჩემთვის ერთი და ჩემთვის წმინდა ხარ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები