ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2010


Cabaret Parisien

Monsieur, ეს თქვენი ხელჯოხია, გრჩებათ და ინებეთ,
საწვიმარ პალტოსაც დაგადევნებთ, თქვენ თუკი დამიცდით,
კაბარეს სცენიდან, ერთხელაც გრძნობები იხეთქებს,
მერწმუნეთ, თქვენ გამო შევიყვარე სენა და პარიზი.

რა იცით monsieur, თქვენ ჩემი გრძნობების შესახებ,
ფიქრობთ, რომ არა მაქვს დარდი და ნერვები,
ერთხელაც, ჩვეულად ბარის კარს შეაღებთ და
ნახავთ, რომმეც და თქვენც, დღითიდღე ვბერდებით.

Monsieur, დრო არის აიღოთ ჯოხი და წახვიდეთ,
სასმელიც გელევათ, თანაც შუაღამე თენდება;
წადით და ფრთხილად გაიხურეთ მთავარი კარიბჭე,
გახვალთ და ხელმარცხნივ წითელი ტაქსები ჩერდება.

Monsieur, ალბათ ხვალაც მოხვალთ, გამოცლით კონიაკს,
პალტოს არ გაიხდით და რატომ არასდროს არ ვიცი,
თქვენ ჩემი არ გესმით, მე ასე მჯერა და მგონია,
გმადლობ, რომ შემაყვარეთ სენა და პარიზი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები