ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2008


კედლები


მონატრებას ვაგროვებ,
ბევრი მონატრება მინდა მქონდეს,
ათი ათასი, როგორც ძველად იტყოდნენ.
არაუშავს?
არვიცი...
ჩვენთან ყველაფერი დაბლოკეს:
მაილ.რუ,
რამბლერ.რუ,
ფოსტა.ჯი...
ალბათ, მალე ჩვენს შორისაც ბლოკების კედელს აღმართავენ,
იმდაგვარს,
შუაგულ ბერლინში რომ იყო,
ჩვენ კიდევ კედელ-კედელ ვივლით
და ერთმანეთის სახელებს ვიყვირებთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები