ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2010


უსაქმურობა და მეტი არაფერი#3

ტბის პირას, თევზის
შვილი ფართხალებს.
მიწას
ვერცხლისფრად ღებავს,
ითხოვს შველას,
ხეების საშვილოსნოებს ამოფარებული ადამიანებისგან,
მათ არ სცალიათ!
ისინი არ იცინიან! მხოლოდ მაშინ,
როცა ნიავი დაუბერავს ტყეში.
ვიხსენებ, ეს იყო გუშინ,
ვაჭერ back კლავიშს,
ვაბრუნებ უკან ტელეფონს.

კეთილი იყოს თქვენი აქ!
საღამოს ყოველთვის ვაქრობ შუქს,
რომ უკეთ განახოთ
წითელ
ყვავილთა ველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები