ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2010


ან_ბან_მუზა

ან– ბანიდან ვიწყებ ამ ლექს, ვიწყებ უკვდავების წერას,

ბან– აკს დავცემ ამ ფურცელზე, გადაგიშლით გრძნობებს ყველას,

გან– მარტოვდა ჩემი აზრი და დაიწყო გულმა ძგერა.

დონ– ორია ჩემი რითმა, პაციენტი – თქვენ ხართ ყველა,

ენ– ა, რწმენა და მამული ჩვენ გვეძახის, ითხოვს შველას.

ვინ– როგორი შვილი არის, გადაარჩენს როგორ კერას.

ზენ– იტშია აზრი მცდარი და სიცრუე გვახვევია,

თან– აც ტყუილს შევეგუეთ, ვახ, სიყრუე გვყვარებია,

ინ– დურია ყველა კინო, რაც კი სიბრძნე უთქვამს ვინმეს

კან–აფით ჩვენ გავაბოლობენ, დაგვცინიან  თავზე იმდენს.

ლას– ვეგასად იქცა ყოფა, რულეტკაა ჩემი ბედი,

მან– კიერი გახდა აზრი და რთულია ავლა გვერდის,

ნარ– კოტიკად მექცა ლექსი და გავლექსე თეთრი გვერდი,

ონ– ავარი გახდა გრძნობა, აიდაა ისევ ვერდის.

პარ– ასკევი დადგა ამ წამს და ზამთარი მარტში შედის

ჟან– ა დარკი დაუწვიათ, მეც ჩამცემენ ლახვარს მკერდში.

სან– თელივით დადნა ხორცი და დაკაწრეს ჩემი სული,

ტან– ში ჟრუანტელი მივლის, ჯანმრთელი მაქვს მაინც გული.

უნ– აგირი დაუდგიათ, მიაჩვიეს მათრახს კაცი,

ფარ– და მუქი გადაწიეს და სახე აქვთ მაინც ვაცის,

ქან– ცგაწყვეტილ საქართველოს გადააჯდა თავზე ნაცი.

ღან– ძილს ხარშავს ვიღაც ქალი, შემოუდგამს ქვაბი ცეცხლზე,

ყან– ა გახდა რუსთაველი, ნამუსს ცვლიან კილო ყველზე

შინ– აური გიღალატებს, შხამიანი უფრო გველზე,

ჩინ– მედლები ურჩევნია, კაცურად რომ გიდგას გვერდზე.

ცინ– იზმია მოდებული ვირუსივით ჩვენ ქალაქში,

ძილ– ის პირულს გვიმღერიან, გვაძინებენ ჩვენ თავლაში,

წილ –ი უთხრეს მათხოვარსაც გვაცხოვრებენ სულ მალვაში,

ჭირ– ი არის მოდებული, ხალხი დადის ცხელ გვალვაში.

ხარ– კი გვადევს ჰაერისთვის. ბოდიში, რომ ვსუნთქავთ თქვენსას!

ჯარ– ში წასვლა იქცა მოდად, იქცევიან იქაც „სვეცკად“,

ჰაე– ეს რომ სიმართლეა, დილიდანვე ვიწყებ კვნესას.

ანი-ბანით გადმოგეცით, ჩემი ფიქრი ისევ ლექსად.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები