ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
6 ივნისი, 2010


სერიოზულ ლექსს ითხოვდით და ა, ბატონო

          გეპატიება

საცაა უნდა გამოიდაროს,
ფიქრების წყებაც იმედს მიება
და ახლა მაგრად მინდა გითხრა რომ
დღეს ყველაფერი გეპატიება.
გეპატიება ზიზღი, ღალატი,
სიყვარული და უსიყვარულო,
გეპატიება ერთი საათით,
ერთი დღითა და საუკუნეთი,
იქნებ ყოველი არის სულერთი
თუმც ეს სულერთიც გეპატიება,
ვერ შეიგუა წლებმა ტაატი,
ვერ მიგიჩვიეს მინდვრის იებმა.
გეპატიება ყველა შერისხვის
გამომჟღავნება თუნდაც შეპარვით,
გეპატიება ყველა ოცნება
უარყოფითად ნაოცნებარი.
ყველა სუნთქვა და ყველა ამინდი,
ბოღმა, შური და სანამ ინება
გულმა შენდობა - მანამ ამითი
მინდა გითხრა რომ გეპატიება
ჩვენი დღეების მიწურულები,
თითო ჩქამი და თითო ლებანი,
ზოგჯერ ხანმოკლე, ზოგჯერ სრულებით
მოულოდნელი მიტოვებანი.
ყველა კოცნა და ყველა არ კოცნა,
გულიანი თუ უგულოები,
დილამ ღრუბლიდან წვიმა გამოწნა,
მე კი აქ ვზივარ განმარტოებით,
ვფიქრობ და ასე ფიქრით გპატიობ,
საცაა უნდა გამოიდაროს,
და ლუი ამსტრონგს ღეჭავს რადიო
და ახლა მაგრად მინდა გითხრა რომ
წარსულს მომავლის იმედს ვაგუებ,
მსგავს ფიქრში ბევრი ღამე ვათიე,
იმ დღეს ქუჩაში რომ გააკუე,
მომკალი მაგრამ ვერ გაპატიებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები