ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2010


მზის ამომყვანები

გისოსებს შორის გაჩრილ ბინდბუნდში
ყველა ჩიტი ერთად ამღერდა.
ცამ დაიელმა ვარსკვლავთვალები.
თითქმის გათენდა...
ისე მღერიან ეს ხმატკბილები,
ეს მოჟღურტულე ციცქნა ჩიტები,
ვეღარ გაუძლო მზემ
და...  -დანებდა.
ერთმანეთს ვგავართ  მე და ჩიტები,
ასე მარტივად ამოხნილი ამოცანები.
მე-შენი...
ისინი...-მზის ამომყვანები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები