ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2010


წითელი თავი! შავი თავი!

წითელი თავი, შავი თავი, ლურჯი თავი
დავყურებ მათ ზემოდან,
ბავშვებს რომლებიც თამაშობენ პარკებში
და სანამ ავალ გემში, არ აქვს მნიშვნელობა
წითელი ხისგან გაკეთებულია თუ შავია
ყურებში მხოლოდ ერთი სიტყვა მეორდება დაუსრულებლად:
დაეცი დაეცი დაეცი.


ნაპირზე,
თოლიები შიმშილობენ,
ერთი თვის განმავლობაში ისინი აუჩქარებლად მიირთმევდნენ
დოსტოევსკის გახრწნილ გვამს
და დარჩა მისგან მხოლოდ
ზამთრის ბატინკები.

ჭითელი თავი, შავი თავი და მტირალა ბავშვები,
მათ შავი მელანი გადმოსდით თვალებიდან
და მისჩერებიან მაწანწალა ძაღლს,
ის ეძებს საჭმელს, რათა შემდეგ გახდეს მსხვერპლი.

საღამოს კი ეს ყველაფერი სიზმრებად მოეფინება ქალაქს.
ელექტროფობია!
და ხაზი გადაუსვით ამ შემთხვევაში სიზმრისფობიას!

შავი თავი, წითელი თავი
მათ სძინავთ და ხედავენ საკუთარ თავებს,
ისინი ტირიან უბრალოდ ცრემლებს  წმენდენ მათ
ბავშობის ანგელოზები, ასე ხშირად რომ იკარგებიან.

მე კი ამ დროს დავცინი ადამიანს, რომელიც ცდილობს
დაეწიოს ჰორიზონტს.
მას არ ქონდა არცერთი ფეხი, ვერ ვხდებოდი
როგორ აპირებდა ის ამის გაკეთებას.
მისი წინაპრები კი ამას ძალიან ადვილად აკეთებდნენ.

მდინარის პირას ხელის გულში უჭირავს
ბავშვს ღმერთი სანამ ბავშვი ხელებს გაშლის, ის ასწრებს
თქვას:
დასცინეთ მატყარებს!

ნუთუ ეს სასაცილოა?
უბრალოდ „game over”
ღმერთი თამაშობდა თამაშს.






















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები