ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2010


კიბეებთან...

კიბეები გადამივსე ნაბიჯებით,
ნუ გარეცხავს წვიმა კართან ლოდინს...
გაციებულს როცა თავთან დამიჯდები,
სათქმელიც რომ თავისთავად მოდის!


კიბეებზე ყვავილების ქოთნებია,
კიბეებთან ჭორებია დაბნეული...
მზერა შენი ურიცხვი და მომთმენია,
მზერა შენი-არცთუ ახლო გარეუბნის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები