ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
13 ივნისი, 2010


მსუნაგეთის ღორმუცელა ამბები

  დათას სასჯელი

დათას ძლიერ უყვარს
კაკალი და თხილი,
ამიტომაც სტკივა
კნატუნისგან კბილი.

ერთი კვირით დასჯა
არ აწყენდა დათას,
მთელი კვირა შეჭამს
მაწონსა და ფაფას.

 


  ხარბები

ჩხუბობს ორი წიწილა,
თითისტოლა, პაწია,
ჭია ვეღარ გაიყვეს,
არის გაწამაწია.

ეს რომ ნახა მამალმა,
წყენა ვეღარ დამალა,-

ისე ჩაუნისკარტა
პაწაწინა წიწილებს,
მოიბუზა ორივე,
საცოდავად წივწივებს.

გაიფხორა კრუხი და
შვილებს გამოესარჩლა,
ფრთები გადააფარა,
მამალმა კი ესა თქვა:

-მოფერებას აჯობებს,
ჭკუა რომ დაარიგო,
ერთი ჭია, ხარბებმა,
ძმურად როგორ გაიყონ.



        მსუნაგები

  მოწყენილი მოდიოდა
  დათა თავის ეზოდან.
  გიგუ დათას ძმაკაცია,
  აქვე ცხოვრობს, მეზობლად.
-გაწყენინა ვინმემ?
-არა!
-ძმაკაცები არა ვართ?
-კარგი, გეტყვი, დედამ დილით 
  კანფეტები დამალა!
-რატომ?
-კანფეტების კვნეტამ
  აგატკივა კბილიო,
  სტომატოლოგს ურჩევია
  ცოტა ჭამოს ტკბილო.
-შენ ამიტომ მოიწყინე?
  კარგი, არა გრცხვენია?
  მე მაქვს ბევრი შოკოლადი,
  ჩათვალე, რომ შენია.
  ამ ხის ძირში, ყოველ დილით
  შევხვდეთ ჩუმად, ფარულად,
  ჰოდა, ერთად შოკოლადით
  პირი ჩავიტკბარუნოთ!
-შენ ამდენი ტკბილეულის
  ჭამას დედა არ გიშლის?
-როგორ არა, მეგობარო,
  ახლოს მოდი, აგიხსნი!
  ძმურად ხელი გადახვია,
  ყურში ჩაუჩურჩულა:
-კანფეტებს და შოკოლადებს
  ბებობს ვპარავ ჩუმ-ჩუმად!



         
           


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები