ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2008


ზაფხულის საღამოს

ზღვა ოხრავს, ზღვა შფოთავს,
თავხედობს,
ზღვა კვნესის,
ხელახლა ვიწყებით ახლა მზის
ბილიკთან,
რად იყო საჭირო ლოდინი,
არ გვესმის,
ზაფხულის საღამოს აცვია
შილიფად,
ნელ-ნელა იმორცხვებს,
გადადის ღამეში,
მთვარისკენ გაურბის თვალები ირიბი,
სისულელე იყო გაგეშვი,
გამეშვი-
საბაბად გვექცია ვიღაცის ქილიკი.
ზღვა ოხრავს, ზღვა შფოთავს,
თავხედობს,
ზღვა კვნესის,
დასცინის თოლიას შეპყრობილს ტალღებში,
და მაინც მედიდურს,
საფრენად დაგეშილს...
ცაზე
        ვარსკვლავები 
                                მკლავებში 
                                                    კლავენ
                                                                  შიშს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები