ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2010


უმისამართოდ...

როდის მიყვარდი?
ალბათ. ყოველთვის...
დამავიწყდები?
ალბათ, არასდროს...
მაგ სიყვარულის საპასუხოდ
ხომ
მე ჩემს უბრალო
ლექსებს გთავაზობ.

სიყვარული თუ
ხანდახან მტანჯავს,
ვიცი,
ამით მე
ჩემს თავს ვღალატობ,
ადრესატიან ლექსებს
დავწერ და
წარსულს გავატან
უმისამართოდ!

ლიკა ოხანაშვილი
17.06.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს