ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: _ოტტო
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2010


სიზმრის გადამცემი სადგური

შეშინებული საკუთარ სიზმარში დაწერილი სიტყვებით
ჩვენ ვგევართ გემებს და ავაგეთ ჩვენ
ისინი საკუთარი ხელებით.
ხელებზე, რომლებზეც შევისისლხორცეთ ომი სადაც
დამარცხდა ის ვინც სიმინდის მარცვლებს აყრიდა
კედლებს.
კაიუტებში გამოკეტილი ნახევრად მკვდარი,
ნახევრად ცოცხალი
ადამიანების ყვირილი გვესმის ჩვენ, როგორც ჩურჩულის ხმები
და ეს აფრები აღმართული დაცემისთვის ერთმანეთს
ეხვევიან ზურგზე, როგორც
ტალღები ნელ-ნელა, რომ მიემართებიან ნაპირისკენ.
(გახსენი სივრცე ხოხვით, სადაც
გუმბათებზე ცეცხლი წაუკიდეს ქაღალდისგან გაეკეთებულ
ფრინველებს.)

დახურე ტუჩები,  რათა დაძირო კბილები
როგორც მე, როცა მითხარი:
მოყევი შენი სიზმარი!
და გაწყვიტეს სიზმირის გადამცემი სადგურები
იმწამსვე მემკვიდრეობით მიღებულმა კედლებმა.

ჩვენ განვაგრძობთ ამ სათამაშოების ქვეშ
ყოველ საღამოს უგულებელყოფას სიზმრების,
რომლებიც ედებიან ერთმანეთზე გადაბმულ ქუჩებს,
ძვრებიან ხის გულებში  და ემალებიან
ადამიანებს - თვალებში ელექტრო ნათურებით, რომ დაგვყურებენ.
და რა ჰარმონიული ჩვენი დამტვრეული ჩრდილების მოძრაობა
გაჩერებისკენ.

ისინი არ ბერდებიან და სახეზე გადაკრული სპილოს ძვლის ფერით
მოგვაგონებენ ჩვენთვის ნაცნობ ადამიანებს, ყურებზე
ხელ აფარებულები რომ ღვრიან პირიდან რძეს
ზარები კი ამ დროს ისევ განაგრძობენ რეკვას.

მე მივდიოდი გზაზე, ხელში გამჭკნარი, კანგატყავებული ფორთოხლით,
ვხედავდი, როგორ ჩაიარა მანქანამ,
მძღოლის მზერა მიმართული ჩემს მოპირდაპირე მხარეს , სადაც რობოტები იღებენ
მოსავალს
პლასტმასის ჯარისკაცები აგებენ კედლებს
(დასანგრევად -აღდგენისთვის)
ჩვენს ზევით ათი წუთია არ გადაუფრენია ბომბდამშენს
და უსახლკარო მდინარეს არ ჩამოუტარებია შიშველი ცხოველის გვამი.

ეს ფორთოხალიც თავიდან გავდა მზეს და მის ქვეშ მე ვიყავი წერტილი.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

ჩაიდანში წყალი დუღს და
ნელ-ნელა გაგონებს მატარებელს, მიმავალს ლიანდაგზე.
დახურე ტუჩები



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები