კიდევ ერთხელ მიამბე გურჯისტანზე ეფენდი, რატომ მღერის ყარდაში ცრემლიანად ,,ჯილველოს"? გუშინ შეღამებამდინ, ჭოროხთან რომ გევედი, ტაიას ხმა გევგონე, აგზენ ბავშვებს ჰყიდდნენო.
ყოველ დილით ბაბაი, რატომ გასცქერს ჩრდილოეთს? რატომ ახლავს ამ სურათს ნენეს ცრემლი ალალი? ანდაც ყველა საღამოს, მაინც რომც არ გინდოდეს, ,,სულიკოს" რომ მღერობენ, რატომ მბურძგლავს ბალანი?
გურჯისტანი შორსაა? იქ რატომ არ ვბრუნდებით? ფეხით ჩავალთ იქამდის? - მომიყევი ეფენდი, რატომ არ დამასწავლი, ასე რატომ ჩუმდები? ნეტა გზები ვიცოდე მარტოც მოვაფერებდი.
დავიბენი ეფენდი, ვინ ვართ - ან ვინ ვიყავით? მოდი დღესვე წავიდეთ, იქნებ კიდეც გველიან, ბავშვობაში ემიას გორასთან რომ მივყავდი, მებნეოდა - გახსოვდეს - ამის მიღმა ჩვენია...
კიდევ ერთხელ მიამბე, გურჯისტანზე ეფენდი, - ისევ იმეორებდა - ბიჭი ტაო-კლარჯელი და უსმენდა უსიტყვოდ, ცრემლიანი თვალებით, თურქ ეფენდის სამოსში ოთხმოცი წლის ქართველი!...
ეს ლექსი რამდენიმე წლის წინ წავიკითხე ერთ ერთ ლიტერატურულ ჟურნალში და დღემდე მახსოვს ემოცია:))))) იყო კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ლექსი, მგონი "ნინოს" ასე ერქვა. :) მადლობა რომ წერთ:)

ეს ლექსი შედევრია! დამბურძგლა და გამათავა! ღმერთმა დაგილოცოს მარჯვენა, ჩემო როი! ამ ღამეს შენ ლექსებთან ერთად ვათენებ... და ამას ჰქვია გამონათება!.. ხმას ვეღარ ვიღებ...

კარგა ხანია კურვხალი არ მომდგომია თვალზე ლექსის წაკითხვისას, ძლიერი ემოცია მოაქვს...
ერთი ამბავი გამახსენდა საქართველოში დასახლდნენ რაღაც პერიოდი თურქეთიდან გადმოსახლებული ქართველები და ასე ერთ წელიწადში ისევ უკან წასვლა გადაწყვიტეს, რატომ მიდიხართო რომ, კითხეს პასუხი ასეთი იყო: _მირჩევნია თურქეთში ქართველი დამიძახონ ვიდრე, საქართველოში თურქიო? სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ტოლერანტობის ყოველგვარი ნიშანწყალი გაქრა ქართველში...

ეს ლექსი როგორ გამომრჩა? მაგრამ იმდენჯერ მაქვს წაკითხული და ისე მიყვარს, რომ უკვე შეფასებული მეგონა, ალბათ! გაიხარე, როი... დიდო, კარგო და ნიჭიერო პოეტო და ჩემო პატარა, სულელო, გიჟო ბიჭო! :)))) 5

გამარჯვება როი! ყველგან მითქვამს და შენთანაც ვიტყვი. არა გამეგება რა ამ კომენტარისა. მიხარია, კიდევ ერთხელ რომ დავრწმუნდი მადლიანად ნათქვამი ქართული სიტყვის არსებობაში; მიხარია, რომ ვხედავ კიდევ ერთ მომავალს ქართველი პოეტებისას. ჩემგან სურვილი შენ(იმედა, შენობით მომართვას ცუდობაში არ ჩამითვლი) - ჯანის სიმრთელისა და მუზებთან მეგობრობისა.

"მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ, საიდან მოველ ან საით წავალ..." (ლადო)
--- როი მართალი ხარ, ჩვენს თაობას სადაურობის ამაყი განცდა დაგვიკარგეს, ლამის... კარგი ლექსი, მაგრამ მე გიორგი გაბაიძის წაკითხული მქონდა მოსმენილი და დღეს კიდე სხვანაირად დავინახე, თითქოს... :-) :-)

აუუუ,როი იმდენად მაგარია და გულის შემკუმშველი,რომ არც კი ვიცი სიტყვებით როგორ გამოვხატო....:):) გულის ფსკერამდე ჩამწვდა და მატკინა.:( ძალიან მაგარი(ხ)ა(რ)!!!!:-*:-*:-*+5

ამ ლექსის წაკითხვა არ შეიძლება მშვიდად :( უამრავჯერ მაქვს წაკითხული და შენი ხმით მოსმენილი მაგრამ ...... საერთოდ მიყვარს აჭარულ კილოზე შენი ლექსები....გორგილაძე მახსენდება ყოველთვის.

კიდევ ერთხელ მიამბე, გურჯისტანზე ეფენდი, - ისევ იმეორებდა - ბიჭი ტაო-კლარჯელი და უსმენდა უსიტყვოდ, ცრემლიანი თვალებით, თურქ ეფენდის სამოსში ოთხმოცი წლის ქართველი!... ++
კიდევ ერთხელ მიამბე, გურჯისტანზე ეფენდი, - ისევ იმეორებდა - ბიჭი ტაო-კლარჯელი და უსმენდა უსიტყვოდ, ცრემლიანი თვალებით, თურქ ეფენდის სამოსში ოთხმოცი წლის ქართველი!... ++
კიდევ ერთხელ მიამბე, გურჯისტანზე ეფენდი, - ისევ იმეორებდა - ბიჭი ტაო-კლარჯელი და უსმენდა უსიტყვოდ, ცრემლიანი თვალებით, თურქ ეფენდის სამოსში ოთხმოცი წლის ქართველი!...
კიდევ ერთხელ მიამბე, გურჯისტანზე ეფენდი, - ისევ იმეორებდა - ბიჭი ტაო-კლარჯელი და უსმენდა უსიტყვოდ, ცრემლიანი თვალებით, თურქ ეფენდის სამოსში ოთხმოცი წლის ქართველი!...
გასაოცარი გამოხატვის ფორმა აქვს ამ ლექსს. აპლოდისმენტები ავტორს.
მეც დავიბენი ეფენდი, ტაო-კლარკეთში, ერთ ადგილობრივ ტაქსის მძღოლს რომ ჩავუჯექი მანქანაში, დამტვრეული ქართულით მითხრა, ეს რომ ჩვენი გურჯისტანია, იციო? კი, ვიგრძენი წყაროზე წყალი რომ დავლიემეთქი, იმ წუთას ვერ გავარჩიე რა მიპასუხა და გვიან მივხვდი: ისუნთქე, სანამ წახვალო
,,სულიკოს" რომ მღერობენ, რატომ მბურძგლავს ბალანი?
გურჯისტანი შორსაა? იქ რატომ არ ვბრუნდებით?
გასაოცარი გამოხატვის ფორმა აქვს ამ ლექსს. აპლოდისმენტები ავტორს.
მეც დავიბენი ეფენდი, ტაო-კლარკეთში, ერთ ადგილობრივ ტაქსის მძღოლს რომ ჩავუჯექი მანქანაში, დამტვრეული ქართულით მითხრა, ეს რომ ჩვენი გურჯისტანია, იციო? კი, ვიგრძენი წყაროზე წყალი რომ დავლიემეთქი, იმ წუთას ვერ გავარჩიე რა მიპასუხა და გვიან მივხვდი: ისუნთქე, სანამ წახვალო
უძლიერესი ლექსია! გაიხარე კარგო ქართველო, ჩვენებურებს მართლა ესაჭიროება ჩვენი სითბო და მოფერება. ეს ლექსი კი - მე ვიტყოდი, ყველაზე კარგად გამოხატული სიყვარულია მათდამი! ხოლო ჩვენ, კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენს დიდ და მოუშუშებელ ტკივილს... სულით ხორცამდე შემძრა ახლა ამ ლექსმა! გმადლობ, პოეტო! გაიხარე!!!!