ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2010


ხ ე ლ ე ბ ი



როგორც კი პატრონი
დროებით გადადებს
საჭრეთელს,
კალამსა თუ სალამურს,-
მაშინვე ერთმანეთს დაუბრუნდებიან,
ერთმანეთში ჩათბებიან
და ჩაიკარგებიან
და კიდევ ერთხელ
სიყვარულის მშვენიერ თაიგულს
დაემსგავსება ათი თითი,
ერთმანეთს  ჩაწნული…


***
როგორ იგრძნობა სიყვარულის
სითბო და ტკივილი,
როგორ იგრძნობა სიყვარულის
სევდა და სილამაზე,
როდესაც ტალღებზე
ჯერ ერთმანეთს უახლოვდებიან
და მერე ერთმანეთით ივსებიან
სხვადასხვა მხარიდან დაბრუნებულ
გემების ჩრდილები…


მშვენიერების  ლხინი
-----------------------------
ისე მღერიან,ლამის მამღერონ,
სუფრაზე ვხედავ ხილსა და ყვავილს.
უხდება ბოცას მწვანე საყელო
და მეოცნებე,ხოტორა თავი.

სურნელი პურის,თაფლის,სალათის,
იგრძნობ,დარჩები,კარებს მოიჯრი.
უხდება ბოცას წნელის ხალათი
და დარბაისელ გლეხის დოინჯი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს